უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2017 15:10
font-size

წელს აღმზრდელების ხელფასები გაიზრდება და სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდება - თემურ თორდინავა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ წლიური ანგარიშის პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა, რომ წელს აღმზრდელების ხელფასი გაიზრდება და სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდება.

თორდინავას თქმით, ხელფასების მატება 2016 წლიდან მიმდინარეობს. მაშინ თანამშრომელთა 87%-ის ხელფასი 5%-დან-20%-ამდე გაიზარდა. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ზრდა განსაკუთრებით შეეხო ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე პერსონალს. თორდინავა ამბობს, რომ ხელფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, რადგან ამას კანონი ავალდებულებს.

გარდა ამისა, პრეზენტაციაზე მან ასევე ისაუბრა დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

სააგენტოს დირექტორის თქმით, 2016 წელს აშენდა 7 ახალი ბაღი, ასევე იგეგმება 10 სკოლამდელი დაწესებულების გახსნა და 8 ახალი ბაღის მშენებლობა.

პრეზენტაციაზე თორდინავა ასევე გამოეხმაურა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავჯდომარეს, ხატუნა სამნიძეს, რომელმაც გააპროტესტა მისი მაღალი ხელფასი. სააგენტოს ხელმძღვანელის აზრით, არაა მართებული 166 ბაგა-ბაღის მმართველი რგოლის ხელფასების შედარება აღმზრდელების ანაზღაურებასთან.

„ამაში უცხო არაფერია, დიახ, მე ხელზე ვიღებ 2500 ლარს, რაც ფიქსირებულად 3125 ლარია. არ არის გასაკვირი, მითუმეტეს თუ შევადარებთ აღმზრდელის ხელფასს, მმართველ რგოლს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე აღმზრდელს, ეს არის ჩვეულებრივი მენეჯმენტის სურათი“,- განაცხადა თორდინავამ.

თორდინავას თქმით, ამ ოდენობის ხელფასს ის 2014 წლიდან იღებს. ის მიიჩნევს, რომ სამნიძის განცხადების მთავარი მიზანი იყო ბაგა-ბაღების მმართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების გადაფარვა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ „რესპუბლიკური პარტიის “ წევრები მას გასულ წელს შეხვდნენ და ანგარიში წარუდგინეს. თორდინავა მზადაა, პარტიის შეკითხვებს უპასუხოს, თუკი „რესპუბლიკელები“ მასთან ხელახლა შეხვედრას გადაწყვეტენ.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი