უახლესი ამბები
- 27.01.2021 17:40პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 17:40ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
- 27.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
- 27.01.2021 17:20ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
- 27.01.2021 17:20თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
- 27.01.2021 16:35ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა - ირაკლი ზარქუა
- 27.01.2021 16:35თუ ასე გაგრძელდა, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით - მეუფე იაკობი
- 27.01.2021 16:35იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 16:3521:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის შეცვლა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი - მაია ცქიტიშვილი
- 27.01.2021 16:35მზიურის სკვერთან 2100 კვადრატულ მეტრს ოთარ ფარცხალაძეზე გადასაცემად ამზადებენ - მერიიის სკანდალური გადაწყვეტილება და აუქციონი
არქივი
საზოგადოება


წელს ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის., რისთვისაც წინასწარ ვუხდი ბოდიშს - კახა კალაძე
„წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის,– ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი დედაქალაქისთვის წარმატებული იქნება.
„2020 წელი იქნება განსაკუთრებული, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება ჩვენი ქალაქისთვის. თუ გადავხედავთ ბიუჯეტს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი. როცა ჩვენ ოფიციალურად შევუდექით უფლებამოსილების განხორციელებას, მახსოვს, რამდენი იყო ბიუჯეტი – 2017 წელს დაახლოებით 800 მილიონი იყო, მანამდე გაცილებით უფრო დაბალი. 2019 წელს მოვახერხეთ და ბიუჯეტი 900 მილიონამდე გავზარდეთ. სხვათაშორის, ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ მილიარდ ლარს გადააჭარბებდა ბიუჯეტი და გასულ წელს ასეც მოხდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, წელს დაახლოებით 1 მილიარდ 245 მილიონი დაიხარჯება მხოლოდ ორ ძირითად მიმართულებაზე, ესენია ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა.
„ასევე ამას დაემატება დაახლოებით 270 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მისაღები თანხა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ანუ მთლიანობაში, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან გამგებლებსა და თბილისის მერიის სამსახურის უფროსებს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა და პრიორიტეტების შერჩევის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, სამსახურის უფროსებს და გამგებლებს დაგავალოთ, რომ გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება. წლევანდელი ბიუჯეტი გამგეობებისთვისაც არის განსხვავებული და შესაბამისად, უფრო ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა გექნებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ჩართულობა, განხილვები და მათი აზრის გაგება. მივცეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ პრიორიტეტები, რა უნდათ საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება, მოსალოდნელია გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის.
„წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის. მინდა, ამისთვის წინასწარ ბოდიში მოვიხადო, თუმცა სხვანაირად არ გამოდის სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა თბილისის მერმა და აღნიშნა, საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიეწოდება დეტალური ინფორმაცია წელს განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება - არჩილ თალაკვაძე
27 იანვარი, 2021 , 17:40

ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
27 იანვარი, 2021 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
27 იანვარი, 2021 , 17:20

ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
27 იანვარი, 2021 , 17:20
მზიურის სკვერთან 2100 კვადრატულ მეტრს ოთარ ფარცხალაძეზე გადასაცემად ამზადებენ - მერიიის სკანდალური გადაწყვეტილება და აუქციონი
27 იანვარი, 2021 , 16:35

ოპოზიციას მათივე განცხადებების საფუძველზე შეუწყდება უფლებამოსილება - მამუკა მდინარაძე
27 იანვარი, 2021 , 15:25