უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 ნოემბერი, 2017 10:55
font-size

წელს დაფიქსირდება ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 20%-იანი ზრდა - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, მოქმედებს ღია ბაზარი და დაცულია ექსპორტიორთა უფლებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის“ ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და პირადად მისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

"ამ ნარატივს ზურგს უმაგრებს სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ინსტიტუციური სიმტკიცე და მთავრობის უნარი და ამბიცია, განახორციელოს ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გეგმა, ასევე წინდახედული მაკროეკონიმიკური პოლიტიკა. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ რეფორმების გატარებისა და ამ მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების კუთხით. საქართველო ღირსეულად გაუმკლავდა კრიზისს და გარე შოკს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორიოდე წლის წინ; გამოამჟღავნა რეგიონში სამაგალითო სიმტკიცე, რასაც ცხადყოფს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება. 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდამ შეადგინა 4.7%. საქართველოს მრავალფეროვანი საინვესტიციო ბაზა უზრუნველყოფს ეკონომიკის სიმტკიცეს და ქმნის ფართო საინვესტიციო შესაძლებლობებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ტურისტების ზრდის ტენდენციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წლის 10 თვის მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც უკვე აღემატება 2016 წლის მთლიან მაჩვენებელს, ტურისტების რიცხვი წელს 7 მილიონს მუახლოვდება.

პრემიერის შეფასებით, ეს ბევრ კარგ შესაძლებლობას ქმნის სასტუმრო სექტორისთვის.

"საქართველოს მდებარეობისა და ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობები ლოგისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის, ენერგეტიკის სექტორისა და სოფლის მეირნეობის კუთხითაც, რასაც საფუძვლად უდევს ტურისტების მზარდი რაოდენობა. წელს დაფიქსირდება ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 20%-იანი ზრდა, ხოლო იმ ვიზიტორთა რიცხვი, ვინც ქვეყანაში რჩება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, 30%-ზე მეტით იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმრო სექტორისთვის. საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქის კუთხით, ხოლო ადმინისტრირება არის ერთ-ერთი საუკეთესო და ბიზნესისთვის ხელსაყრელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოშიც", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა "საქართველოს ბანკის" ინვესტორთა დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ ინვესტორებს ასევე დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე