უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 მაისი, 2017 11:40
font-size

წელს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი ვეფხისტყაოსნის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხები გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში".

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული "ვეფხისტყაოსანთან", რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგია ჩვენი ზეიმისთვის ახალი ელფერის შესაძენად, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად.

ჩვენ მართლა გვაქვს განუმეორებელი განძი, რომელიც ვფიქრობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და მომავალი თაობები აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი გენიალურ ნაწარმოებში. ამიტომ, დღესასწაულის ძირითადი თემატიკა იქნება "ვეფხისტყაოსანი".

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ეს თანხები გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და კეთილ საქმეებს აკეთებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ნებისმიერს უფლებას აქვს მოვიდეს აქციაზე და გამოხატოს თავის პროტესტი - ვაჟა სირაძე

18 ნოემბერი, 2019 , 20:36

საპოლიციო ძალებმა გაწმინდეს მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც უკანონოდ იყო ბლოკირებული შესასვლელები. რუსთაველზე გრძელდება აქცია კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განა

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

18 ნოემბერი, 2019 , 20:30

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების შორის დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

18 ნოემბერი, 2019 , 19:24

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტის წინ კი მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან. შეგახსენებთ, სპეცრაზმმა, წყლის ჭავლისა და ძალის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები და პარლამენტის წინ გზის

ჯანდაცვის სამინისტროსა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

18 ნოემბერი, 2019 , 19:15

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრების და ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დე

სპეცრაზმის წევრებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

18 ნოემბერი, 2019 , 18:20

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს. პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმე

სპერაზმი პარლამენტის წინ გამოჩნდა

18 ნოემბერი, 2019 , 17:45

ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სპედანიშნულების დამატებითი რაზმები დაიძრნენ. ისინი უკვე პარლამენტის შენობას უახლოვდებიან. ისინი ხელკეტებითა და ფარებით მოემართებიან. ასევე მობილიზებულია სპეც