უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 მაისი, 2017 09:00
font-size

წელს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი ვეფხისტყაოსნის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხები გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში".

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული "ვეფხისტყაოსანთან", რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგია ჩვენი ზეიმისთვის ახალი ელფერის შესაძენად, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად.

ჩვენ მართლა გვაქვს განუმეორებელი განძი, რომელიც ვფიქრობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და მომავალი თაობები აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი გენიალურ ნაწარმოებში. ამიტომ, დღესასწაულის ძირითადი თემატიკა იქნება "ვეფხისტყაოსანი".

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ეს თანხები გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და კეთილ საქმეებს აკეთებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას - `ქართული ოცნება`

29 სექტემბერი, 2020 , 23:52

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საღამოს, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მარნეულის მუნიციპალიტეტში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხირდან დღეს

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

29 სექტემბერი, 2020 , 20:44

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და 36-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გარდაცვლილი 82 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში, კლინიკა „ბომონდი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარი გახდა

29 სექტემბერი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2878 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

“უნდა აიკრძალოს მობილური ტელეფონების შეტანა ფარული კენჭისყრის კაბინაში” - ანა დოლიძემ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა

29 სექტემბერი, 2020 , 17:30

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, რომ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში მობილური ტელეფონის შეტანა აეკრძალოს. მან საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი სა

წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

29 სექტემბერი, 2020 , 17:30

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბა

ცესკოს განცხადება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

29 სექტემბერი, 2020 , 17:30

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ ძალადობისა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ყველამ მედია სი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე