უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 ოქტომბერი, 2017 17:30
font-size

წელს ფერმერებს კარტოფილიდან მიღებული შემოსავალი გაუორმაგდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კლევით ცენტრსა და კარტოფილი საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები მავნებელ დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის ერთობლივი კვლევების პროექტზე მუშაობენ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ერთობლივი განხორციელებული პროექტების გაცნობის მიზნით კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს, წილკანსა და ჯიღაურაში ესტუმრნენ. წილკნის ბაზაზე სტუმრებმა ინ ვიტრო ლაბორატორია და ორანჟერიები დაათვალიერეს, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიერ გადმოცემული კარტოფილის 78 კლონის განვითარებას დააკვირდნენ და საქართველოში მეკარტოფილეობის მდგომარეობაზე ზოგადი ინფორმაცია მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს. საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია. წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია. ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2–ჯერ გაზარდა.

რამდენიმე წელიწადში სერტიფიცირების სრულყოფილი სისტემა ამოქმედდება. კანონი თესლის სერტიფიცირების შესახებ უკვე ძალაშია და დაწყებულია რამდენიმე ფერმერული მეურნეობის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება. ეს კი, ფერმერებს ეხმარებათ, რომ ხარისხიანი სათესლე მასალა გამოიყენონ და ხარისხიანი პროდუქტიც მიიღონ.

სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებიც დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

ინ ვიტრო ლაბორატორიაში კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის (SSSE კატეგორია) სათესლე მასალის მიღების მიზნით, მიკრომცენარეების სინჯარებიდან ორანჟერეაში გადარგვა ხდება. მათი გამოცდა კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიზანია განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კარტოფილის კულტურების განვითარების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს კვლევას და ინოვაციებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და სხვა შესაძლებლობების განვითარებაში. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი არის სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის წევრი (CGIAR). ეს კონსორციუმი აერთიანებს კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნავს.

„ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევენ

20 ივლისი, 2018 , 17:50

„ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მ

პანკისის ხეობაში ჰესების აშენების მოწინააღმდეგეებს პოლიციაში აქტიურად იბარებენ - შენგელი ტოხოსაშვილი

20 ივლისი, 2018 , 17:35

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფელ ბირკიანში ხადორის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, რადგან, მათი აზრით, ის ხეობას ეკოლოგიურ პრობლემას შეუქმნის. აქციის ორგანიზატორების ცნობით, ო

ბათუმში დღეს „ფერადი კონცერტები“ იწყება

20 ივლისი, 2018 , 16:55

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმში „ფერადი კონცერტები“ იწყება. სამი დღის განმავლობაში, საოცრებათა პარკში ბათუმელებსა და ქალაქის სტურებს საშუალება აქვთ ადგილობრივი და მოწვეული ბენდების კონცერტებს დაესწრონ. აჭარის ა.რ

ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი გემები საქართველოსკენ მოემართებიან

20 ივლისი, 2018 , 16:20

ანაკლიის პორტის უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოსთვის Van Oord-ის გემები საერთაშორისო პორტებიდან უკვე საქართველოსკენ გამოემართნენ. მსოფლიოში წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანიის გემები საზღვაო მშენებლობისთვის საჭირო

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

20 ივლისი, 2018 , 14:05

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კოჯორში, ბარათაშვილისა და ორბელიანის ქუჩებზე, სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო. პროექტების ფარგლებში, ბარათაშვილზე 163, ხოლო ორბელიანზე 635 გრძივი მეტრი ახალი ქსელი მოეწყობა. მიმდინარე ინფ

ახალციხეში ფერმერებს ახალი სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

19 ივლისი, 2018 , 17:50

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ს

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან