უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 დეკემბერი, 2018 15:45
font-size

წელს ნატო-ს სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე წელს პირველად ჩატარდა ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან, – ნთქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ ანგარიშში.

უწყების ცნობით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს სამიტზე გაიმართა შეხვედრა უმაღლეს დონეზე უშუალოდ საქართველოს თემატიკაზე.

ამასთან, ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას.

დეკლარაციაში ალიანსის მხრიდან გამოხატულია საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. დოკუმენტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და, რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად.

სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, დაისახა და შეთანხმდა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და გადაწყდა საქართველოსა და შავ ზღვაზე მოქმედ ნატო-ს მუდმივ საზღვაო ძალებს შორის ურთიერთობის გაღრმავება“, – ნათქვამია საგარეო უწყების ანგარიშში.

ამასთან, მითითებულია, რომ ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და დასახეს საქართველოსთან ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. წლის განმავლობაში გაიმართა 20-მდე სხდომა, მაღალ და სამუშაო დონეზე.

უწყება აღნიშნავს, რომ 2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა დღეს მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეაჯამა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი