უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 თებერვალი, 2020 16:20
font-size

წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე - ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახური

სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა გააძლიერა ზეწოლა საქართველოზე, უსაფრთხოების პოლიტიკის გამოყენებითა და ზეგავლენის მომხდენი აქტივობების გზით, – ამის შესახებ საუბარია ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში სახელწოდებით „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020“. ანგარიში უწყების ვებგვერდზეა განთავსებული. საქართველო კი, დოკუმენტში რამდენჯერმე არის ნახსენები.

ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ცდილობს, შეაფერხოს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს.

„კრემლმა არაფერი გააკეთა, რათა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტი დაესრულებინა. ამის ნაცვალად, ის აგრძელებს კონფლიქტის კონტროლს, შეიარაღების მიწოდებას და ყველა შესაძლო გზას მიმართავს უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად. რუსეთი ანალოგიურად იქცევა სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც მის „სამეზობლო რეგიონში“ მდებარეობს. ის ძალისმიერად იჭრება ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შიდა საქმეებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტში არის აღნიშნული, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ რუსეთი 2020 წელს საქართველოს საპარალამენტო არჩევნებში აუცილებელად ჩაერევა.

„2019 წელს რუსეთი ჩაერია დასავლეთის ქვეყნების არჩევნებში და სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებს 2020 წელსაც. წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. მთავარი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს რუსეთისთვის მაქსიმალურად მომგებიანი შედეგი. ამიტომ რუსეთი მხარს დაუჭერს რუსეთისადმი კეთილგანწყობილ კანდიდატებს ან მათ, ვისაც დასავლეთში ყველაზე არაერთგვაროვანი გავლენა აქვთ. მეტიც, რუსეთს სურს, აჩვენოს, რომ დასავლეთი სამართლიანი არჩევნების გამართვას ვერ ახერხებს, რაც არის შესაძლებლობა მოსკოვისთვის, რუსეთის პრობლემებისგან ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანოს და მიმართოს უკვე გამოცდილ რიტორიკას და დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე ისაუბროს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ესტონეთის სადაზვერვო სამსახურში ამბობენ, რომ მათი პროგნოზით, რუსეთი წელსაც გააგრძელებს კიბერიერიშებს დასავლეთის სამხედრო სექტორზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების სამიზნე სავარაუდოდ, გახდება სამხედრო წვრთნები – „ევროპის დამცველი 2020“, რომელიც ევროპაში აპრილსა და მაისში გაიმართება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა კვლავ დაფუძნებულია მმართველი ელიტის ხედვაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი ძლიერ გლობალურ მოთამაშედ უნდა იქცეს.

„შეზღუდული რესურსების პირობებში, რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიოს დასავლეთს ან ჩინეთს, ამიტომ ის სტრატეგიულად ცდილობს, მხარი დაუჭიროს მულტიპოლარულ სამყაროს. გლობალური მნიშვნელობის შესანარჩუნებლად რუსეთი ყველა ძალებით ცდილობს, დაეყრდნოს „ახალო სამეზობლოს“ და ასევე ზრდის ფოკუსს შორს მდებარე რეგიონებზეც. რუსეთის მმართველებისთვის მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ გავლენა ე.წ. ახლო სამეზობლოში, რათა ხელი შეუშალოს მათ დასავლეთთან ინტეგრაციას. ამისთვის, რუსეთი ენერგიულად ერევა იმ ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროში მყოფ სახელმწიფოებად მიიჩნევს, ესენია ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა გააძლიერა ზეწოლა საქართველოზე, უსაფრთხოების პოლიტიკის გამოყენებით და ზეგავლენის მომხდენი აქტივობების გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ესტონეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშში რუსეთის მხრიდან საქართველოზე გაძლიერებულ ზეწოლას ცალკე თავი აქვს დათმობილი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019 წელს რუსეთმა თვალსაჩინოდ გააძლიერა სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე.

„2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ჰყავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული რუსეთის შენაერთები თანამედროვე შეიარაღებით არიან აღჭურვილი და 2019 წლის სექტემბერში რეგულარულ წვრთნებში მონაწილეობდნენ. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დააფინანსებს აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზებას და გადაიარაღებას“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია: „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, რომელიც სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან ჰყოფს, 2019 წელს სიტუაცია ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაძაბული იყო. სასაზღვრო ხაზის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შიგნით გადაწევის მცდელობები გახშირდა და უფრო ინტენსიური გახდა. სეპარატისტული ძალების სამხედროები, რომლებიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან იმყოფებიან, უფრო აგრესიულად და პროვოკაციულად იქცევიან. ისინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ ფიზიკურ მუქარასაც მიმართავენ.

მნიშვნელოვანია, გავიმეოროთ, რომ სამხრეთ ოსეთის „მთავრობის“ ავტონომია ილუზიაა – ისინი არიან მოსკოვის მარიონეტები. როდესაც ვსაუბრობთ სამხედრო ზეწოლაზე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ რუსეთი ჩაატარებს სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2020“. ეს სწავლებები გაიმართება რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელიც სამხრეთ კავკასიას ესაზღვრება“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოზე სამხედრო ზეწოლის პარალელურად, რუსეთი აგრძელებს ზეგავლენის მოხდენის აქტივობებსაც.

„ამის კლასიკური მაგალითია ევგენი პრიმაკოვის რუსული საზოგადოებრივი ცენტი საქართველოში, ასევე ალექსანდრ გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის ფონდის ფილიალი, რომლებიც წარმოადგენენ და მოქმედებენ რუსეთის ზეგავლენის მოხდენის აქტივობების ინსტრუმენტებად. პრიმაკოვის ცენტრი საქართველოში ატარებს რუსული ენის კურსებს, ასევე რუსეთის კულტურას და ისტორიას აცნობს და ატარებს კონფერენციებს და სემინარებს. ამ ერთი შეხედვით უმწიკვლო აქტივობების რეალური მიზანი არის, რომ საქართველოს მოქმედი და მომავალი ელიტისთვის რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციები უფრო მისაღები გახდეს. გარდა ამასა, რუსეთი ზეგავლენის აქტივობებისთვის თბილისში, 2019 წლის დეკემბერში კიდევ ერთი ცენტრის გახსნას გეგმავდა. საუბარია რუსეთის კულტურულ ცენტრზე – „რუსკი მირ“. „რუსკი მირის ფონდი“ ასევე შექმნილია და მუშაობს რუსეთის ზეგავლენის აქტივობების სასარგებლოდ.

უკანასკნელ წლებში საქართველოში გაიზარდა ე.წ. ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდაც. ამ საქმეში მთავრი როლს ასრულებს „ქართული მარში“- რომელიც 2017 წელს შეიქმნა და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ამ ორგანიზაციის მიზანია გაუწიოს წინააღმდეგობა დასავლეთის მიერ საქართველოს საზოგადოებაზე ვითომდა, თავსმოხვეულ ღირებულებებს, რომელიც ვითომდაც საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხისა და საზოგადოების არსებობას. ეს არის აგრესიული ორგანიზაცია, რომელიც არ ერიდება ფიზიკურ თავდასხმებს ოპონენტებზე. მისი ამოცანაა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა შეარყიოს. ეს მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონსენსუსს წარმოადგენს, რომელიც 15 წელია, უცვლელია.

„ქართული მარშის“ მიზანია ასევე, გააღვივოს შიდა დაძაბულობა და გამოიწვიოს კონფლიქტი ქართულ საზოგადოებაში. „ქართული მარშის“ ლიდერებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთთან და მოსკოვის ზეგავლენის აქტივობებთან“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

1tv.ge

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა

9 აპრილი, 2020 , 11:56

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვირუსით დაღუპულია 88 000-

ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ - რომის პაპი

8 აპრილი, 2020 , 17:05

“ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრულნი ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ,” - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრან

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 6 მაისამდე გამოცხადდა

7 აპრილი, 2020 , 15:40

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 6 მაისამდე იქნება. იაპონიის პრემიერმა საგანგებო მდგომარეობა ტოკიოსა და კიდევ ექვს რეგიონში

მარტში მსოფლიოში სურსათზე ფასები დაეცა - FAO

6 აპრილი, 2020 , 15:00

გლობალური პანდემიით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნა და ნავთობის ფასის ვარდნა, ძირითად სასურსათო პროდუქციაზე საერთაშორისო ფასების კლების მიზეზი გახდა. როგორც „მედიანიუსს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის

ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება - დონალდ ტრამპი

5 აპრილი, 2020 , 12:45

ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტრამპის თქმით, ამერიკას წინ უსასტიკესი კვირა ელოდება

აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 7400-ს გადააჭარბა

4 აპრილი, 2020 , 12:15

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 7402-ს მიაღწია. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 277 953 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 12 283 ადამიანი გამოჯანმრთელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`