უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 მარტი, 2019 15:00
font-size

წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების 7 მასშტაბური პროექტი დასრულდება - ეკატერინე გალდავა

,,მიმდინარე წელს კომპანია საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს დაასრულებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კუთხით. ეს არის ზუგდიდის წყალი, აბაშისა და ჯვარის წყალმომარაგება, ასევე უნდა დასრულდეს ანაკლიაში ორი მიმდინარე პროექტი და ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, აუცილებლად უნდა დავასრულოთ ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი’’-ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ გადაცემა ,,საქმიან დილის'' პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კომაპნიის დირექტორმა ამ პროცესში საერთაშორისო საფინანასო ინსტიტუტების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ახალი დონორი ორგანიზაციების ჩართულობაზეც ისაუბრა.

,,სასესხო ხელშეკრულება, რომელიც აზიის განვითარების ბანკთან არის დადებული სრულდება 2021 წელს, რაც ნიშნავს იმას რომ პროექტები რომლებიც დაწყებულია უნდა დასრულდეს ამ პერიოდში. აზიის განვითარების ბანკის გარდა, გვყავს სხვა პარტნიორებიც, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკი, ასევე ახალი პარტნიორი საფრანგეთის განვითარების სააგენტო შემოდის ჩვენ ბაზარზე. ყველანაირად ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პირობები, რომ არამარტო კონტრაქტორტან, თუნდაც ქვეკოტრაქტორის მხიდანაც არსებობდეს ქართული კომპანია, რომელიც შეძლებს სრულფასოვნად განახორციელოს სამუშაოები და პირველ რიგში, დაასაქმოს ჩვენი მოსახლეობა- განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
მისივე თქმით, პროექტებთან ერთად კეთდება ინვენტარიზაცია არსებული აქტივების, რომელიც 2010 წლიდან კომპანიაში არ განხორციელებულა.

,, ამ ყველაფრის პარალელურად, კომპანიამ ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო. 8000 კმ მილი, რომელიც საქართველოში არსებობს, აქედან მხოლოდ 1000 კმ არის რეაბილიტირებული. გვაქვს 250 საათავე ნაგებობა და დაახლოებით 100 -მდეა რეაბილიტირებული. ეს ნიშნავს იმას რომ, ჩვენ გვაქვს სრული პაკეტი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა, რაც მოიცავს წყალმომარაგებას, წყალარინებას და ასევე გამწმენდ ნაგებობებს. გამწმნდი ნაგეობები არის საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი ობიექტები ოპერირებისთვის. ეს ნაგებობები გვაქვს ანაკლიასა და ურეკში, ასევე ვაშენებთ ფოთსა და ზუგდიდში. შესრულებული სამუშაოების 35% არის განხორციელებული კომპანიის მიერ და ძალიან ბევრი რამე კიდევ გასაკეთებელი’,’-განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

21 მარტი, 2019 , 13:15

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებ

გიორგი ქობულიამ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ოფიციალურად გახსნა

21 მარტი, 2019 , 13:15

სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა ოფიციალურად გაიხსნა. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გ

საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

21 მარტი, 2019 , 13:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას - 20-27 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკავ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

21 მარტი, 2019 , 10:41

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ გამოწვევებსა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

21 მარტი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 21 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6840 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0024-ით

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

20 მარტი, 2019 , 17:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 21 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6840 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0024-ით