უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 დეკემბერი, 2017 10:20
font-size

წელს ტურიზმიდან 2 მლრდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით - დიმიტრი ქუმსიშვილი

„ტურიზმის სექტორი ჩვენი ეკონომიკისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი. წელს ჩვენ ტურიზმიდან ქვეყანაში ველოდებით 2 მილიარდ შვიდას მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების “Welcome to Georgia!” ოფიციალურ ცერემონიაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორმა 180 ათასი ადამიანი დაასაქმა საქართველოში.

პირველი ვიცე-პრემიერი მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობისთვის და მიღწეული შედეგისთვის.

„დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არის მასტიმულირებელი კერძო სექტორისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თავად კერძო სექტორმა გამოავლინა საუკეთესოები თავის რიგებში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ტურიზმის განვითარების მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, საშუალოდ, ყოველწლიურად სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით 50 მილიონ ლარამდე ხარჯავს და ამაში არ ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას, რომელშიც ჩვენ ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„Welcome to Georgia!“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია არის ერთადერთი ცერემონია ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის. ის 2015 წლიდან ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

საკვანძო სიტყვები:

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ოქტომბერი, 2018 , 17:00

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: 2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქტომბერი, 2018 , 17:00

საბანკო ზედამხედველობის თანამშმრომლობის ფარგლებში, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და და

თუ თურქეთში ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდა, ვფიქრობთ, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება - კობა გვენეტაძე

15 ოქტომბერი, 2018 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსურ გამოცემა Global Finance-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ თურქეთში ვითარება მეტად არ გამწვავდება, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშ

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

15 ოქტომბერი, 2018 , 13:35

ინდონეზიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, რომელთ

სებ-მა შპს `მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო`-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმა და მისი ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო

13 ოქტომბერი, 2018 , 10:45

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო" - ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმ

საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ, Galt&Taggart-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “საქართველოს ინვესტორთა დღე” გამართა

13 ოქტომბერი, 2018 , 10:45

საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ, Galt&Taggart-მა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, კონფერენცია - ‘”საქართველოს ინვესტორთა დღე” გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`