უკან
უახლესი ამბები
არქივი
ეკონომიკა
1 ნოემბერი, 2017 12:05
წელსაც ლარის მერყეობა უფრო რბილად გადაილახება - გიორგი გახარია
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას მოლოდინებს და სეზონურობის ფაქტორს უკავშირებს.
როგორც გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეროვნული ვალუტა გამყარდება.
“შარშან მოლოდინები და სეზონურობა რბილად გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება. სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მოქნილები”, - განაცხადა გახარიამ.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესებულია, მათ შორის ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები და ტურიზმი.
ნინო ექვთიმიშვილი