უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 დეკემბერი, 2018 15:10
font-size

ცემისა და ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით გამოძალვაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ჯგუფური ცემისა და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით გამოძალვაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, გ.გ.-მ, ბ.მ. -მ და ნ.ქ.-მ მათი ნაცნობი თ.კ ზესტაფონის რაიონში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე მიიყვანეს, რომელსაც მათთვის 15 000 ათასი აშშ დოლარის და 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ დათქმულ დროს გადაცემა მოსთხოვეს, ხოლო დაშინების მიზნით სამივემ თ.კ.-ს ხელკეტით და ხელებით სცემეს.

სამართალდამცველებმა გ.გ., ბ.მ. და ნ.ქ. 2018 წლის 17 იანვარს ზესტაფონის რაიონში დააკავეს. გ.გ. - ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანონოდ შეძენილი ორ ე.წ. ბაშად დაფასოებული, დიდი ოდენობით - 0,5354 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰერონის“ შემცველი ფხვნილი. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ (ცემა, ჯგუფურად) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით), ხოლო გ.გ.-ს ასევე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.გ., ბ.მ. და ნ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნატო ჩხეიძე ამომრჩეველთან კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს

28 სექტემბერი, 2020 , 19:39

ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში „ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარლამენტარმა დღეს შინდისში კარდაკარ მოიარა ოჯახები და მათ პრობლემებს გ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

28 სექტემბერი, 2020 , 16:10

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია

კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეებმა მოსავლის რეალიზაციით 204 მლნ ლარი მიიღეს

28 სექტემბერი, 2020 , 15:15

28 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 200 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 ათასი ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. &b

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 12:09

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საჩხერეს რეგიონს შეეხებოდა. მთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

26 სექტემბერი, 2020 , 17:35

კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა. 59 წლის ქალი კლინიკაში ორმხრივი პნევმონიითა და სეფსისით შეიყვანეს. ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ

`ევროპული საქართველოს` მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

"ევროპულმა საქართველომ" ჭიათურის მერიის წინ, მერიაში არსებული კორუფციული მდგომარეობისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტების გასაპროტესტებლად აქცია გამართა. "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის საჩხერის, ჭიათურისა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე