უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ივნისი, 2018 15:45
font-size

ცენტრ-პოინტის საქმე მამუკა ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება - ნინო დარასელი

სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელ რუსუდან კერვალიშვილის შვილი, ნინო დარასელი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის კომპანიაში მუშაობის შესახებ რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტს გამოეხმაურა. დარასელის შეფასებით, „ცენტრ-პოინტის“ საქმე ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება.

„გუშინ გასულა რაღაც სიუჟეტი, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ყოფილა იმაზე, რომ ახალი პრემიერი ძველად ცენტრ-პოინტში მუშაობდა. კი, მუშაობდა ნამდვილად, ოღონდ იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ყველაზე წარმატებული იყო სამშენებლო სფეროში. რეგიონალური სასტუმროების ქსელიც, პირველი საქართველოში, მისი კომპანიაში ყოფნის პერიოდში გაკეთდა, ასე რომ, ვფიქრობ, ცპ-ის საქმე ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება. აი, რუსო და მაიას საქმის კიდევ უფრო ჩიხში შესაყვანად კი „მშვენიერი“ მიზეზია.

საქმე ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს დასასრულს მიუახლოვდა. ახალი წლიდან მათ გათავისუფლებას ველოდით. საქართველოში ყველაზე ძლიერი სამშენებლო კომპანია უკვე დიდი ხანია მზადაა, ვალდებულებები დაასრულოს. ბინებს ელოდება ხალხი და ეხლა შეიძლება, შეშინდნენ, რომ რუსოსა და მაიას გამოსვლა ბახტაძის მოსვლას არ დაემთხვეს და კიდევ ჩატოვონ იქ?????

აი, ახლა ხომ დგას სამშენებლო კომპანია და უცდის, როდის მისცემენ შენების უფლებას, აი ასე უცდიდნენ 8 წელი ჩემები ყადაღების მოხსნას,მშენებლობის უფლებას... და ასე აღმოჩნდნენ ყველაზე წარმატებულები, ყველაზე და ყველას მაგივრად „დამნაშავეები“.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ორი, 60 წელს გადაცილებული ქალის უაზრო პატიმრობა და მსგავსი მიზეზების გამო უკვე 8 წლის შეჩერებული მშენებლობა?

ცენტრ -პოინტში 18 000 ადამიანი მუშაობდა და ზოგი პრემიერი გახდება და ზოგიც შს მინისტრი და მაშინ იყოს ეს პრობლემა უვადოდ შეჩერებული?“, - დაწერა დარასელიმ.

მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

19 ნოემბერი, 2018 , 12:50

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა . ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის ინფორმაციით, პ

600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან - მამუკა ბახტაძე

19 ნოემბერი, 2018 , 11:55

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,

მსოფლიოში დღეს მამაკაცთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

19 ნოემბერი, 2018 , 11:20

19 ნოემბერი მამაკაცთა საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე 1999 წელს ტრინიდადსა და ტობაგოში აღნიშნეს. დღესასწაულის იდეა მალევე აიტაცეს კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში. ამჟამად ეს დღე აღინიშნება 70 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`