უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
14 სექტემბერი, 2017 11:45
„ცენტრ პოინტის“ შესყიდვით m2 და ერთ-ერთი უკრაინული კომპანია არიან დაინტერესებული
რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის ინფორმაციით, „ცენტრ პოინტის“ შესყიდვით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორისაა სამშენებლო კომპანია m2. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამარლოში პროცესის დაწყების წინ განაცხადა, სადაც „ცენტრ პოინტის“ საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ პროცესი მიმდინარეობს.
„ძალიან ბევრ ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შეირჩევა კონკრეტული ინვესტორი, რომელიც ამ ვალდებულებებს მთლიანად, აქტივების სანაცვლოდ შეუსრულებს დაზარალებულებს.
მე როგორც ვიცი, მყიდველთა შორის არის კომპანია ”m2”, ასევე არის ერთ-ერთი უკრაინული კომპანია“, - განაცხადა ადვოკატმა.
ანა მებურიშვილი