უკან

სამართალი

4 აპრილი, 2017 15:40
font-size

ცენტრ პოინტში კომპანია „იქს2“-ის შემოსვლა 2012 წლიდან ანონსდება, როგორ შეიძლება ვენდოთ რჩეულშვილებს - დაზარალებული

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის““ ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

პროცესის გადადება ადვოკატებმა მოითხოვეს. რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა, სასამართლოში გააგზავნა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ამასთაn, როგორც რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა მარინა ჯიხაშვილმა განაცხადა, პროკურატურის წინადადება საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით - ულტიმატუმის შინაარს შეიცავდა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, როცა რჩეულშვილების ოჯახის ქონება დაყადაღებულია და მას ფინანსური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ვერ გამოიყენებ, აღებული ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია, რასაც პროკურატურა ითხოვს.

„გარიგება, ვიცით რომ არის ორივე მხარის ნების შედეგი და ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ულტიმატუმის შინაარსი იყო, რომ დაასრულეთ ვალდებულება და მერე ვილაპარაკებთ ყველაფერზე. დასრულებისთვის იცით ძირითადი ფინანსური წყარო უნდა გქონდეს, ან საბანკო რესურსი მოიზიდო. პროკურატურის მიერ გამოყენებულ იქნა უმკაცრესი ზომა, დაყადაღებულ იქნა ყველა აქტივი, რომელიც უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული“,- აღნიშნა ადვოკატმა.

საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებას მხოლოდ 6 ათასი დაზარალებულის დაკმაყოფილების შედეგ გააფორმებს.

რაც შეეხება რჩეულშვილების განცხადებას, რომ არსებობს ინვესტორი რომელიც მზად არის გააგრძელოს ცენტრ პოინტის შეჩერებული მშნებელობა, ერთ-ერთი დაზარალებულის ირმა თხელიძის თქმით, აღნიშნული კომპანიის შემოსვლა 2012 წლიდან ანონსდება, თუმცა დღემდე არ მომხდარა.

მისივე თქმით, კომპანია „იქს 2“-ში თითქმის ყველა ის ადამიანი მუშაობს, ვინც ცენტრ პოინტის თანამშრომელი იყო.

„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გვაქვს უარყოფითი პოზიცია იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი ნდობა არ გაგვაჩნია. კომპანია რომელზეც არის საუბარი, რომელიც თითქოს ინვესტორის სახით შემოყავთ “X2”-ია ამ კომპანიაში მუშაობენ თითქმის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ცენტრ პოინტში მუშაობდა წლების განმავლობაში. 2012 წლიდან მოყოლებული გვეუბნებიან რომ შემოდიან და აქამდე არ შემოსულან. რის საფუძველზე უნდა ვენდოთ ჩვენ ამ ხალხს?!“,-აღნიშნა დაზარალებულმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი