უკან
საზოგადოება
9 აგვისტო, 2018 15:55
ცენტრალურ მაგისტრალზე ქვეითთან დაჯახებას 9 ავტომობილის დაზიანება მოჰყვა
სოფელ შავშვებთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რასაც მოჰყვა 9 ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება.
დაშავდა ქვეითი, რომელიც საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ავტომობილებში მყოფმა მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდარის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია და შექმნილია საცობი.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.