უკან

საზოგადოება

22 თებერვალი, 2019 18:57
font-size

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, გაეროს ოფისში გამართული კონფერენცია სახელწოდებით, „დამოუკიდებელი ცხოვრება და პოლიტიკური ჩართულობა“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესებას მიეძღვნა. ჯილდო ნომინაციაში - „ინოვაციური პრაქტიკა 2019“ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დანერგილი წარმატებული პრაქტიკისთვის გადაეცა. ზემოაღნიშნული წარმატებული გამოცდილება უსინათლო ამომრჩევლებს სპეციალური ჩარჩო-ფორმის გამოყენებით დამოუკიდებლად და ფარულად ხმის მიცემის საშუალებას აძლევს.

ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ავსტრიული ორგანიზაცია იესელის ფონდის (Essl Foundation) მიერ ინიცირებული პროექტის (Zero Project) ფარგლებში გაიმართა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებას მიეძღვნა. აღნიშნული მიმართულებით 36 ნომინაციაში წარდგენილი ორგანიზაციებიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 საუკეთესოს შორის შეარჩიეს.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად დაჯილდოვდნენ სხვა ქვეყნების მთავრობები და საარჩევნო ადმინისტრაციები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი, ბრაზილიის უმაღლესი საარჩევნო სასამართლო, პარაგვაის საარჩევნო ტრიბუნალი, კანადიდან კი ბრიტანეთის კოლუმბიის და სასქაჩევანის საარჩევნო ადმინისტრაციები. ასევე დაჯილდოვდა ევროკავშირისა და ფინეთის სერვისების ფონდის ერთობლივი პროექტი, რომელიც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი 8 ქვეყანაში (ბელგია, ესტონეთი, ფინეთი, იტალია, მალტა, რუმინეთი, სლოვენია, კვიპროსი) განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ იესელის ფონდის (Essl Foundation) მიერ ორგანზიებულ ღონისძიებაზე ჯილდოები გადაეცა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს, (IFES) არჩევნების ხელმისაწვდომობაზე დაკვირვების მექანიზმის შემუშავებისა და საარჩევნო ლექსიკონის სურდო თარგმანით შექმნისთვის.

კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ხელშეწყობა, ამომრჩევლების ინფორმირება, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ინოვაციური პროექტების შემუშავება და ადრეული ასაკის ბავშვთა მხარდაჭერა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

ღონისძიებას თამარ ჟვანიასთან ერთად ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, დავით დონდუა.

ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა უსინათლო ამომრჩევლებისთვის დანერგილ ინოვაციურ პრაქტიკაზე, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, ხმის მიცემის ფარულობის დაცვით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში. როგორც თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლი​სას აღნიშნა, სპეციალური ჩარჩო ფორმის გამოყენება, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ამომრჩევლები ხმას აძლევენ, შესაძლებელია ყველა სახის არჩევნებში - საპრეზიდენტო, საპარლამენტო, თვითმმართველობის, ასევე რეფერენდუმის დროს. მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად და არ საჭიროებს ბრაილის შრიფტის ცოდნას.

“ხელმისაწვდომი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამის მაგალითია უსინათლო ამომრჩევლებისთვის დანერგილი ბიულეტენების სპეციალური ჩარჩო ფორმის გამოყენება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს კენჭისყრის ფარულობას... გისურვებთ სამართლიანი საზოგადოების შექმნას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დამოუკიდებლად მონაწილეობენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე მჯერა, რომ ამ სულისკვეთებით, მზაობით და გამოცდილებით შეგვიძლია შევქმნათ ინკლუზიური გარემო ყველასათვის” - აღნიშნა თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას.

Zero Project-ის ფარგლებში ყოველწლიური კონფერენციები ვენაში, იესელის ფონდის (Essl Foundation) ორგანიზებით გაეროს ოფისში 2016 წლიდან იმართება. აღნიშნული ფონდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან (ECOSOC) აქტიურად თანამშრომლობს. 2019 წლის კონფერენციას, რომელიც 20-23 თებერვალს გაიმართა, 70-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის - სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

NS

განახლდა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მთის მოსახლეობასთან - ლაშა ჩხარტიშვილი

23 მარტი, 2019 , 20:34

ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს. პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსა

ვინ აიძულებს ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარებას - სანდრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 16:26

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე წერს, რომელიც შესთავაზა ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს. “გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ !!! 2 კვირის წინ ამერიკის სახელმწიფო დე

„ნუ ჩამაბეტონებ!` - დიდ დიღომში მოსახლეობამ აქცია გამართა

23 მარტი, 2019 , 14:57

„ნუ ჩამაბეტონებ!" - ამ მოთხოვნით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოსახლეობამ აქცია გამართა და საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, შპს აკა დე

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 13:05

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენ

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე

23 მარტი, 2019 , 12:24

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზნების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს. ანგ

მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

22 მარტი, 2019 , 19:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფე