უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 აგვისტო, 2019 11:12
font-size

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღნაღის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგას, ვაქირისა და საქობოს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოლომონ პავლიაშვილმა მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ასეთ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა დეტალურად გავაცნოთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები და ის სარგებელი, რასაც ბენეფიციარები იღებენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ძალიან კარგი შედეგები აქვს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში დაახლოებით 500 ჰა ფართობზე გაშენებულია მრავალწლიანი ბაღები. მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი გააჩნია აგროტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნო. გამოიკვეთა სასმელი წყლის მიწოდების და მიწების რეგისტრაციის პრობლემა, რაც ართულებს ადგილობრივებისთვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ხელმისაწვდომობას.

კახეთის მხარის გუბერნატორმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც რეგიონში ხორციელდება. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეტაპობრივად, მოხდება სასმელ წყალთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით, მაქსიმალურად მოხდება მომავალი წლის ბიუჯეტში მათი გათვალისწინება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად გაგრძელდება.

აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

აჭარის მთავრობის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესი 19 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. სასამართლოს გადადების მიზეზი დაკავებულების მოთხოვნა გახდა, აეყვანა

აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე ოთხი პირია დაკავებული

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირია დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ

საქართველოში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება

14 ნოემბერი, 2019 , 10:35

14 – 15 ნოემბერს, თბილისში, სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამიტი საქართველოში პირველად ჩატარდე

რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა

13 ნოემბერი, 2019 , 17:00

გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ.  თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი

ლევან დავითაშვილმა სატბორე მეურნეობები დაათვალიერა

12 ნოემბერი, 2019 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში, უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ბათუმიდან ქედისკენ მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატ