უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ოქტომბერი, 2018 21:38
font-size

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელის მოწერით როგორც ცენტრალური, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, 73 საოლქო და 3637 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ერთდროულად ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, ეთიკის იმ პრინციპებს, რომელიც უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის წარმმართველი. ეს გახლავთ პირველ რიგში კანონის პატივისცემა, ჩვენი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიონალური სტანდარტი და პროფესიული საქმიანობა. ამავდროულად უნდა აღვნიშნო, რომ ეთიკის კოდექსი განახლდა და წელს აქცენტი უფრო მეტად გაკეთებულია საჯაროობის პრინციპზე - გამჭვირვალობისა და საჯაროობის ხელშეწყობაზე. კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სწორედ ამ პრინციპების დაცვით ჩავატარებთ ძალიან კარგად ორგანიზებულ და გამჭვირვალე არჩევნებს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

`საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება, გრიპზე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია`

23 იანვარი, 2019 , 17:39

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ვიზიტორებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო მედიაში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გავრცელებული ინფ

ამ ერთ პატარა მოგონებაში რამდენი ეპითეტი დაგროვდა ბუნებრივად: კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი, წესიერი, თავაზიანი - ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძეს იხსენებს

23 იანვარი, 2019 , 16:11

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა კარგი კაცის წასვლა ამ სოფლიდან... „იბერიაში“ პოლიტიკურ

არ იყო იქ ცემა, შეხლა-შემოხლა იყო - სპორტსმენების ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს

23 იანვარი, 2019 , 16:06

მოჭიდვეების ნაწილი ჭიდაობის ფედერაციის შენობასთან იკრიბება და ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებს. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტს უწოდებენ.  „არაფერი დანაშაული არ იკვეთება,

გარდაცვლილი გოგონას ოჯახიდან ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა - სოციალური მომსახურების სააგენტო

23 იანვარი, 2019 , 15:54

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი აცხადებს, რომ ოთხი წლის გოგონა, რომელიც გუშინ ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ

თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ

23 იანვარი, 2019 , 15:19

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ე

სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორიას თბილისის მერია მოაწყობს

23 იანვარი, 2019 , 15:16

თბილისში, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადაეცემა და მას თბილისის მერია კეთილმოაწყობს, – ამის შეს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`