უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ნოემბერი, 2020 12:09
font-size

არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა, 2021 წლის ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში -ივანე მაჭავარიანი

არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა, 2021 წლის ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და დღეს, მისი აქტუალობა არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მაღალია.

„დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს. არაფერზე, რომ არ იყოს თანხმობა, ვფიქრობ, მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, იმიტომ, რომ ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფინანსური დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს და მისი აქტუალობა დღეს, ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, ამ პანდემიისა და კრიზისის პირობებში.

ნებისმიერ სხვა პერიოდში, თუ ბიუჯეტის მიღება არ ხდება, ირთვება ავტომატური მოდელი და იხარჯება წინა წლის მეთორმეტედი. ეს არ არის კარგი და სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში, ბიუჯეტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ ბიუჯეტზე და მის სწორ განაწილებაზე 2021 წლისთვის, ბევრი რამაა დამოკიდებული. პრაქტიკულად, ადამიანების სიცოცხლიდან დაწყებული, ეს ეხება ბევრის არსებობასა და ყოფას. არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება და ლეგიტიმაცია, როგორც ახლა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, ის დახმარება და მასტიმულირებელი ღონისძიბები, რომელსაც ვამზადებთ, დროულად იყოს დამტკიცებული. ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება არის ყველას ვალი. როდესაც ამბობენ და ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს, მათ შორის, ოპოზიციისგან - „ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ“ რაც ნორმალური და კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა არდანგრევა გადის იმაზე, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მიიღოს ბიუჯეტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი