უკან

საზოგადოება

26 სექტემბერი, 2017 13:05
font-size

ცესკო ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე იმსჯელებს

ცესკო, რუსთავი2-ის ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე მსჯელობს.

საქმე ეხება ტელეკომპანიის ეთერში კვირას გასულ სიუჟეტს, სადაც საბავშო ბაღის პედაგოგეგბის, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატთან შეხვედრა იყო გადაღებული. ეთერში გასული ფოტო და ვიდეო მასალით თითქოს ირკვევა, რომ შეხვედრას ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ლალი გამხეტაშვილიც ესწრება.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ რუსთავი2-თან საუბარში განმარტა, აუცილებელია ამ ფაქტის ოფიციალური დადასტურება, ამიტომ, მისი თქმით, ცესკო დღეს მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ მათ საკითხის მოკვლევა განახორციელონ.

„ის ქალბატონი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, სახელი და გვარის მიხედვით, არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. ის არის დიდუბის ნომერ 48-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თუმცა, აღნიშნული ქალბატონი დანამდვილებით იღებდა თუ არა მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში ეს არის შესაბამისად დასადასტურებელი. თქვენი სიუჟეტიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია დაიწყებს ამ საკითხის მოკვლევას. დღეს, გადაეგზავნება ინფორმაცია დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიას და ის მოიკვლევს აღნიშნულ ფაქტს.

პირველ რიგში, უნდა მოხდეს ფაქტის დადასტურება, ან უარყოფა. ეს ქალი ნამდვილად იყო თუ არა კომისიის წევრი, რომელიც იღებდა აგიტაციაში მონაწილეობას. იმ შემთხვევაში თუკი დადასტურდება, რომ აღნიშნული ქალბატონი, კანონის დარღვევით, იღებდა მონაწილეობას აგიტაციაში, შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ქალბატონის დაჯარიმების შესახებ“,- განმარტა მიქელაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი