უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 აგვისტო, 2017 18:43
font-size

ცესკო ალექსანდრე ელისაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელისაშვილმა კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

„დღეს, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით. კერძოდ, კანდიდატმა განაცხადა, რომ, თითქოს, ცესკომ მიიღო „სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება“ და მას დაუწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ 21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება.

რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ 1 სექტემბერი. ცესკომ, ასევე ზუსტად კანონზე დაყრდობით განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა 1% (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 958729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა - 9587).

შესაბამისად, მერობის კანდიდატის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის დაზიანებისგან. ამავდროულად ჩვენი ვალია, არავის მივცეთ მცდარი განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციის შესაძლებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, მას ცესკომ 10 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შესაგროვებლად 1-კვირიანი ვადა მისცა, რაც ელისაშვილის შეფასებით, არაგონივრული ვადაა.

მონიკა დავლიანიძე

იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრს პირისპირ ჩემთან დებატებში ჯდომა არ შეეშინდება - გიორგი ვაშაძე

28 სექტემბერი, 2020 , 21:35

იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრს პირისპირ ჩემთან დებატებში ჯდომა არ შეეშინდება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღამაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „როგორც აღმოჩნდა „სტრატეგია აღმაშენებელსა&ld

მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების გასაანალიზებლად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიოს - ლანა გალდავა

28 სექტემბერი, 2020 , 18:49

"ლელოს" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას განიხილავს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოე

თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა - ირაკლი სესიაშვილი

28 სექტემბერი, 2020 , 16:10

თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და

გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

28 სექტემბერი, 2020 , 15:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29-30 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. როგორც „მედიანიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებ

ოპოზიციაში არის სრული თანხვედრა, ხედვები მნიშვნელოვან საკითხებზე - თინა ბოკუჩავა

28 სექტემბერი, 2020 , 14:30

“მემორანდუმში, რომელსაც დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი, წარმოდგენილია, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან და ამასთან, საუბარია განათლების სისტემაში საჭირო რეფორმებზე,” - ამის შეს

„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება` არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს

28 სექტემბერი, 2020 , 14:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის დი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე