უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ნოემბერი, 2018 14:35
font-size

ცესკო ჩვეულებრივ თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, ხოლო მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ცესკოში დაგეგმილი სხდომა გადაიდო.

სხდომაზე დასასწრებად მისულმა ვაშაძემ ცესკო თაღლითურ ორგანიზაციად, ხოლო მისი თავმჯდომარე თამარ ჟვანია - „მთავარ თაღლითად“ შერაცხა.

„ყველანი მოვედით სხდომაზე დასასწრებად და გზაში ჟურნალისტმა დამირეკა, რომ სხდომა გადაიდო. სამარცხვინოა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვეულებრივ თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია, რომელიც ასრულებს ყველა დავალებას, რასაც "ქართული ოცნების" შტაბიდან იღებს. ეს მათ ვერ უშველით. მით უმეტეს, დღეს გამოქვეყნდა "ედისონ რისერჩის" კვლევები, სადაც 12%-ით იგებს გრიგოლ ვაშაძე. გამარჯვებას ვერ გამოგვტაცებენ ამ თაღლითური სქემებით ვერცერთ შემთხვევაში", - განაცხადა ვაშაძემ.

ცესკოს ინფორმაციით, სხდომა, სადაც უნდა გამოაცხადონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი, დღეს 19:00 საათზე გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:

ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

22 თებერვალი, 2019 , 21:24

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ სხდ

ერევანში საქართველოსა და სომხეთს შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა

22 თებერვალი, 2019 , 19:00

ქალაქ ერევანში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონსულტაციებში მონაწილეობდნე

`ოცნების“ მთავარ ოფისში საგანგებო სხდომა ჩანიშნული

22 თებერვალი, 2019 , 16:29

„ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პარლამენტში სხდომის გაჭიანურების გამო ჯერჯერობით იგვიანებს. გავრცელებული ინფორმ

ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა - „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

22 თებერვალი, 2019 , 16:25

ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. 105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო. ქვორუმისთვის საჭირო 52

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

22 თებერვალი, 2019 , 16:25

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადამდგარიყო, ხოლო დღეს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას. პრეზიდენტის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა ვერ შეძლო მათ მიერ ინიცირებული

გავალთ ხალხთან და ახალ პროცესს დავიწყებთ - პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

22 თებერვალი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ძალიან რთული და ემოციურია ჩემთვის და, ამავდროულად, საპას