უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 მაისი, 2019 16:58
font-size

ცესკო-ში ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

მან ისაუბრა ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის შემოსული საჩივრების შესახებ, ასევე გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის დარეგისტრირებული სადამკვირვებლო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა შესახებ. თამარ ჟვანიამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ხშირად ადგილი აქვს ჩართული მხარეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და საარჩევნო კომისიების მუშაობისათვის ხელშეშლის მცდელობას, რაც წარმოადგენს უმთავრეს გამოწვევას. მსგავს ვითარებაში მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებისთვის და ამ პროცესის პროფესიულ დონეზე წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, მუდმივი კომუნიკაცია და ორმხრივი ინფორმირება. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, კანონშესაბამისი საქმიანობა და მიუკერძოებელი დაკვირვება იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ ჩართულ მხარეებს შორის დაძაბულობამ შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო გარემო. ასევე გამოთქვეს იმედი, რომ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე იმოქმედებს კანონის შესაბამისად და ამომრჩეველს საკუთარი ნების თავისუფალ გარემოში დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება.

თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში აქტიურობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრას 13 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

22 აგვისტო, 2019 , 17:30

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldqu

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

22 აგვისტო, 2019 , 17:19

"რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. „მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენ

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ხე წაიქცა

22 აგვისტო, 2019 , 16:20

თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის 40 ნომერში ხე წაიქცა - ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხე ავტომობილს დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად ა

“გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს არ მიიღით ნივთირება რომელიც არ იცით რა არის! წუთიერი “გართობა” სიკვდილით სრულდება!!!` - ნარკოლოგი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ბათუმში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 22 წლის ბიჭის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დილით გავხსენი ფბ და ამომივარდა -22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ღამის კლუბში ბათუმში 2 ახალგაზრდა გოგონა კომა

`ქართული ოცნება` დღეს ძლიერია, როგორც არასდროს და საშიში როგორც არასდროს - არჩილ გამზარდია

22 აგვისტო, 2019 , 15:00

აქ საქმე იმაში კი არ არის, ვინ ვის შეცვლის და რას რა ჯობს, არამედ საქმე მთელი ამ ხელისუფლება-საზოგადოების ომის მოტივაციაშია, ხელისუფლების სურვილში ყველაფრის დამორჩილება მოახერხოს, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი არჩილ გა

მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსი გამოცხადდება

22 აგვისტო, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, მასწავლე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს