უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2017 17:10
font-size

ცესკო-ში მარნეულის 89 უბნიდან საარჩევნო ყუთის გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ

ცესკო ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის განცხადებას, ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ხარვეზი, ორი შემთხვევა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ხოლო სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

ცესკო-ს წარმომადგენლის განმარტებითვე, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარნეულის 89 უბნიდან გაიტაცეს გადასატანი საარჩევნო ყუთი. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა ინფორმაცია, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

"ჩვენ გადავამოწმეთ ალეკო ელისაშვილის შტაბის წარმომადგენლის განცხადება დარღვევებთან დაკავშირებით - ორ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, დანარჩენს ვამოწმებთ და ერთ შემთხვევაში მართლაც ასე იყო, თუმცა ამომრჩეველს მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - განაცხადა მიქელაძემ.

ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ივანე ნორაკიძის განცხადებით, სამგორის 82-ე, ნაძალადევის 74-ე, საბურთალოს 23-ე და მთაწმინდის 20-ე უბანზე 2-ჯერ დაფიქსირდა ე.წ. კარუსელი. მისი თქმით, უბანზე მისულ ამომრჩეველს, საკუთარ გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა.

ნორაკიძის განცხადებით, ის, რომ “კარუსელი” დატრიალდებოდა, ცესკო გაფრთხილებული იყო, თუმცა მათ პრევენციისთვის არაფერი გააკეთეს.

ნინო ექვთიმიშვილი

შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ - ირაკლი სესიაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

„როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კ

გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე - მიხეილ სააკაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - სალომე სამადაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს რამდენიმე განმარტება დაემატა

9 ივლისი, 2020 , 12:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტ

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 11:55

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე