უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 სექტემბერი, 2018 15:40
font-size

ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენაზე 42 განაცხადია შესული

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენაზე 42 განაცხადია შესული.

მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. პრეზიდენტობის კანდიდატი წარდგენილი ჰყავს 23 საინიციატივო ჯგუფსა და 19 პარტიას.

ამასთან, რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს ოთხ კანდიდატს – 1. მიხეილ გელა სალუაშვილი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” 2. ზვიად ბაღდავაძე. „სამოქალაქო პლატფორმა-ახალისაქართველო” 3. შალვა ნათელაშვილი “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 4. დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი, ცესკო-ში მხარდამჭერთა ხელმოწერები წარდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მეორმოცე დღისა, კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი კი, არჩევნებამდე 30 დღით ადრე დასრულდება.

ცესკო-ს განკარგულების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 % ) ამომრჩევლის ხელმოწერით.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:

ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა და მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

28 იანვარი, 2020 , 11:20

ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა. „მთ

ვახტანგ გომელაური იტალიის ელჩს შეხვდა

28 იანვარი, 2020 , 11:20

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თ

შალვა ნათელაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ღია წერილით მიმართავს

28 იანვარი, 2020 , 11:20

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს ღია წერილით მიმართავს; „ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რან გიდორს ბატონო ელჩო, პატივი მაქ

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

28 იანვარი, 2020 , 11:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დღეს დაიწყება. ევროპის საბჭოს მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურ

ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

27 იანვარი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ გომ

„ნაციონალური მოძრაობა` ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებს

27 იანვარი, 2020 , 12:30

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის 3 სხვა წევრთან ერთად "ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელ საბ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`