უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2016 23:20
font-size

ცესკომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები დღეს გამართულ სხდომაზე შეაჯამა.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა:

№5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11% / 27 მანდატი

№8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” - 5.01% / 6 მანდატი

№41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 48.68% / 44 მანდატი

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ:

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი

გვარი/სახელი

№3-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

ზაზა ხუციშვილი

№4-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

მამუკა მდინარაძე

№5-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

ნინო გოგუაძე

№14-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

გიორგი ვოლსკი

№25-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

ირაკლი შიოლაშვილი

№31-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

სავალან მირზოევი

№32-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

გოდერძი ჩანქსელიანი

№33-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

გოგი მეშველიანი

№34-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

კახაბერ ოქრიაშვილი

№35-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

რუსლან გაჯიევი

№38-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

ზაქარია ქუცნაშვილი

№40-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

გიორგი თოთლაძე

№45-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

გედევან ფოფხაძე

№46-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

ენზელ მკოიანი

№50-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

ელგუჯა გოცირიძე

№53-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

პაატა კვიჟინაძე

№54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

გრიგოლ ლილუაშვილი

№55-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

გრიგოლ მიქელაძე

№57-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

ცოტნე ზურაბიანი

№58-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

გოჩა ენუქიძე

№59-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

არჩილ თალაკვაძე

№62-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

ოთარ დანელია

№73-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

ანზორ ბოლქვაძე

დღესვე, ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ №36-ე და №66-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების თარიღად 30 ოქტომბერი განსაზღვრა. 30 ოქტომბერს №67 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურები მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

* * *

23 ოქტომბრის სხდომაზე, ცესკომ ცნობად მიიღო 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შეუალედური არჩევნების შედეგები:

  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №4 კრწანისის საარჩევნო ოლქის №04.07 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 ქეთევანი მამულაშვილი

  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №5 ისნის საარჩევნო ოლქის №05.10 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 ზურაბი ქადაგიძე

  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №10.23 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 გულია გოცირიძე

  • წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №25 წალკის საარჩევნო ოლქის №25.23 ბერთას სოფლის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 დავით კვარაცხელია

  • ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №56 ჭითურის საარჩევნო ოლქის №56.12 სვერის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 ვახტანგ ცუცქირიძე

  • აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №63 აბაშის საარჩევნო ოლქის №63.09 პირველი მაისის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 იაგო თოდუა

  • ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.01.03 ზუგდიდის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - №41 თაზო ფაცაცია.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი