უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2016 17:00
font-size

ცესკომ თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის სიიდან 6 პირი ამოიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიიდან ექვსი პირის ამოიღების თაობაზე და თბილისის საკრებულოს პარტიული სიიდან ქეთი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, ალექსი თაბუაშვილი, ნიკოლოზ ბაჩილავა, თორნიკე ხუციშვილი და ნინო ბაბუნიძე ამოიღო.

,,ბლოკმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მომართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის საკრებულოს პარტიული სიიდან ექვსი პირის ამოღება, რაც, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონმდებლობის თანახმად“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც მედიანიუსს ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, აღნიშნული პირების სიიდან ამოღების შემდეგ, საკრებულოში დავით ავალიანი შევა, რომელიც ირაკლი აბესაძის ადგილს დაიკავებს.

,,საუბარია საკრებულოში ირაკლი აბესაძის ჩანაცვლებაზე, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. შესაბამისად, მისი გამოსვლის შედეგად სიამ უნდა აიწიოს. როგორც ვიცი, პარტიამ და განსაკუთრებით თბილისის ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ის ადამიანი, რომელიც ამ სხვა პირების სიიდან ამოსვლის შემთხვევაში შევა საკრებულოში, ყველაზე უკეთ დაიცავს იმ მოქალაქეების ინტერესებს, რომლემაც მხარი დაუჭირეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას და უკეთესად მოემსახურება ჩვენი ამოცანების შესრულებას.

რამდენადაც ვიცი, ეს არის დავით ავალიანი, რომელც თბილისის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შევა ამ პირების სიიდან ამოსვლის შედეგად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მარი ნამგალაძე

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი