უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ოქტომბერი, 2020 17:20
font-size

ცესკოს თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს შეხვდა.
შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. იგორ დოლგოვი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო დადგენილებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები.

დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ასევე, საუბარი შეეხო გენდერულ წარმომადგენლობას საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში და აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის არჩევნებში მონაწილეობის საკითხებს.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს.

დმანისში ინციდენტი დღეს ამოიწურა, მხარეები შერიგდნენ, თუმცა ვითარების კონტროლის მიზნით, რაღაც მასშტაბით ვტოვებთ პოლიციურ ძალებს - ვახტანგ გომელაური

17 მაისი, 2021 , 22:09

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არც ერთი პირი დაკავებული არ არის, არამედ მიმდინარეობს გამოკითხვები. „დაკავებული არც ერთი ად

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17 მაისი, 2021 , 20:36

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საელჩო მოუწოდებს, არ აყვნენ რაიმე პროვოკაციებს, აჩვენონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა. „აზ

დმანისი არ არის მხოლოდ ყოფითი პრობლემა - არჩილ კაიკაციშვილი

17 მაისი, 2021 , 20:15

დმანისში განვითარებულ მოვლენებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, რომელიც დანაშაულია, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. დ

მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, გამოიჩინონ თავშეკავება - აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი

17 მაისი, 2021 , 18:47

აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი დმანისში მომხდარ ინცინდენტს განცხადებით ეხმაურება. აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, თავშეკავებისკენ მოუწ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3979 ლარი გახდა

17 მაისი, 2021 , 18:39

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3979 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნუ

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება

17 მაისი, 2021 , 14:06

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დღეიდან მუ