უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ცესკოს წარმომადგენლები ახალციხესა და ბორჯომში ჟურნალისტებს შეხვდნენ 11.05.2012 18:21

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ახალციხესა და ბორჯომში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი ურთიერთობის გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობა იყო.

ცესკოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს შეხვედრაზე 2012-2015 წლების საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმა და რეგიონულ მედიასთან თანამშრომლობის გეგმის პროექტი გააცნეს. ასევე, ოთხ რეგიონულ მედიაორგანიზაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარუდგინეს.

როგორც კომისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედიასაშუალებებს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა საარჩევნო საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ოქტომბრიდან იმართებოდა და დღეს დასრულდა.