ცესკოს წარმომადგენლები ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდნენ
11.05.2012 14:06
30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები: კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, ცესკოს წევრები გიორგი ჯავახიშვილი და ვალერი ჭელიძე, დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბუსკივაძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ელისაბედ ველიძე სასწავლო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდნენ.
როგორც `მედიანიუსს~ საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, ცესკოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჰოლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, - გაეცნენ ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის მოწყობას; შეხვედრები გამართეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იმყოფებოდნენ „ნიდერლანდების ინსტიტუტში მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD); ასევე შეხვდნენ როტერდამის მერს და ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში NIMD-ის საქართველოს ოფისის ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს გრანტის („საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა“) ფარგლებში შედგა.


















