უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 აპრილი, 2019 16:20
font-size

ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო, მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელში საქართველოს საელჩო, 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

"2019 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დაესწრება ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები.

მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.

აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს.

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია ისრაელის საზღვრის კვეთისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2255&lang=1",-ნათქვამია განცხადებაში.

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს