უკან

პოლიტიკა

12 ივლისი, 2018 11:55
font-size

ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ფინანსთა სამინისტრო იქნება ერთ-ერთი წამყვანი უწყება - ივანე მაჭავარიანი

ციფრული ეკონომიკის განვითარებაში ფინანსთა სამინისტრო იქნება ერთ-ერთი წამყვანი უწყება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერმინისტრს და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და ისაუბრა დაგეგმილ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე, იმ როლზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო შეასრულებს ციფრული ეკონომიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

„ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. პირველ რიგში, ეს არის მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, რასაკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად, პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს. ეს დღევანდელ დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია პროცესების გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი უწყება იქნება ამ პროცესში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა ეკონომიკის ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში ამ მიმართულებითაც დაგეგმილია ინიციატივები.

„რაც შეეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას, პრიორიტეტი, რომელიც მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის გაცხადებული, თავის თავში მოიცავს ყველა იმ სიკეთის, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, უფრო სამართლიან განაწილებას და პრაქტიკულად თითოეულ მოსახლემდე მიტანას. ეს მიმართულებაც რასაკვირველია, აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და თქვენ მალე გექნებათ შესაძლებლობა, იხილოთ ის ინიციატივები, რომლებიც ამ კუთხით იქნება წარმოდგენილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველ რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება. რეფორმების ნაწილი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლომდე, ძირითადად, ჩაშვებული უნდა იყოს ეს პროცესები და ზოგიერთი დამთავრებულიც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - მამუკა ბახტაძე

17 თებერვალი, 2019 , 10:49

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმო

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას - მამუკა ბახტაძე

17 თებერვალი, 2019 , 10:45

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კო

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის - მამუკა ბახტაძე

17 თებერვალი, 2019 , 10:41

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახ

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა

16 თებერვალი, 2019 , 21:04

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე. მამუკა ბახტ

ვოლფგანგ იშინგერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე - არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს იმაზე, რაც წლების წინ სხვა ქვეყნებმა მიიღეს

16 თებერვალი, 2019 , 20:43

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა და სხვანი, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოსკოვის მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობის მიზეზით, ასევე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ყოყმან

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა

16 თებერვალი, 2019 , 17:09

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმსსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვა