უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მაისი, 2017 15:25
font-size

ციფრული მაუწყებლობის ბაზარზე ახალი საკაბელო ოპერატორი დიჯიტალ ტვ გამოჩნდა

ციფრული მაუწყებლობის ბაზარზე ახალი საკაბელო ოპერატორი დიჯიტალ ტვ გამოჩნდა.

როგორც საკაბელო ოპერატორის წარმომადგენლები განმარტავენ, ინოვაციური უპირატესობების მქონე მაუწყებლობის ჩასართავად სტერეო პლუსის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გამოიყენება.

,,სტერეო პლუსის ბაზაზე მუშაობა პროფესიონალურ მომსახურებას თავისთავად გულისხმობს, რადგან ამ მიმართულებით, კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს: კერძო მაუწყებლების გასავრცელებლად ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2015 წელს, სწორედ სტერეო პლუსმა ააგო.

დიჯიტალ ტვ სიგნალის გავრცელების უახლეს სტანდარტებს იყენებს. მონაცემების შემჭიდროების HEVC/H.265 სტანდარტი ოპერატორს შესაძლებლობას აძლევს, ხარისხის შეუცვლელად, უფრო დიდი მოცულობის მონაცემი გაავრცელოს.

ინტერნეტისა და სატელიტური თეფშის გარეშე, მაღალრეიტინგული უცხოური და ქართული არხების მიღება უკვე შეუძლიათ საქართველოს დიდ ქალაქებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ აბონენტებს.

უცხოური და ქართული ტელეარხების მისაღებად, აბონენტებს მხოლოდ დეციმეტრული ანტენა და დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობა სჭირდებათ. დიჯიტალ ტვ-ის სიგნალს ნებისმიერი ფორმატის ტელევიზორი იღებს.

კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებულ პირველ პაკეტში გაერთიანებულია ჟანრობრივად მრავალფეროვანი არხები ისე, რომ ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.

დიჯიტალ ტვ გამოირჩევა ინსტალაციის სიმარტივითაც: აბონენტს თავად შეუძლია, ჩაერთოს ქსელში, მიმღების დეციმეტრულ ანტენასა და ტელევიზორთან მიერთებით.

მიმღები მოწყობილობის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი’’, - აცხადებენ დიჯიტალ ტვ-ში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი