უახლესი ამბები
- 28.01.2021 17:57მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:49დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
- 28.01.2021 17:35პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
- 28.01.2021 17:35პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
- 28.01.2021 17:35`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
- 28.01.2021 17:15სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი
- 28.01.2021 17:09კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
- 28.01.2021 16:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა
- 28.01.2021 16:45ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში ისევ გადაიდო
არქივი
რეგიონები


წილკანში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნა
22 მაისს გაეროს ეგიდით ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების კუთხით ცოდნის ამაღლება და ცნობიერების გაზრდაა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველო ტრადიციულად შეურთდა ამ დღის აღნიშვნას და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის სპეციალისტებმა, ადგილობრივ ფერმერებს ბიომემცენარეობისა და ბიომეცხოველეობის თემაზე სემინარი ჩაუტარეს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა წილკნის ბაზაზე გაშენებული ბიონაკვეთები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას გაეცნენ.
სემინარს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საქართველოში ბიომეურნეობის განვითარებაზე, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაზე, მათ როლსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
„საქართველო არის ნიადაგური და კლიმატური პირობებით მრავალფეროვანი, რაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას. საქართველოში იწარმოება სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქცია, ეს იქნება მარცვლეული, პარკოსანი, ბაღჩეული, თუ ხეხილოვანი კულტურა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს ყველა მიმართულებით, იმისთვის, რომ აღადგინოს ქართული ენდემური ჯიშები“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დღე 1993 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. 2017 წელი, გაეროს მიერ, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ტურიზმის წლად არის გამოცხადებდული
ბაღდათში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
27 იანვარი, 2021 , 12:25

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად
26 იანვარი, 2021 , 11:26

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება
25 იანვარი, 2021 , 14:30

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
23 იანვარი, 2021 , 17:35
ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს
23 იანვარი, 2021 , 17:10
ბათუმში, ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ
23 იანვარი, 2021 , 14:39