უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 მაისი, 2018 14:20
font-size

წილკანში „მინდვრის დღე 2018“ გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე „მინდვრის დღე 2018“ გაიმართა. მინდვრის დღეები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევების შედეგების დაინტერესებული პირებისთვის საველე პირობებში გაცნობას გულისხმობს.

მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის და ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, აღდგენილი ჯიშები და მიმდინარე პროექტები გააცნეს.

ღონისძიების ფარგლებში, მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის სამსახურმა შვრიის ახალი ჯიში „არგო“, ასევე, სიმინდის, ხორბლის და ჭვავის აღდგენილი ძველი ქართული ჯიშები წარმოადგინა.

“დამაკმაყოფილებლად მივიჩნევთ პროექტების საცდელი მეთოდების დაგეგმვისა და მათი მიმდინარეობის მდგომარეობას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა გამორჩეული ჯიშების ელიტური მეთესლეობის სამუშაოების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალება იქნება ფერმერებისთვის პრაქტიკული ხელშეწყობის საქმეში“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.

ღონისძიების სტუმრებმა წილკნის ბაზაზე მშენებარე მეაბრეშუმეობის სადგური დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წელს გაიხსნება.

ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა მუზეუმს ეწვია და მის თანამშრომლებს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2018 , 13:20

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს ეწვია და მის თანამშრომლებს გაესაუბრა. შეხვედრის მიზანი მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისა და ტურისტების მოზიდვის მი

გურჯაანში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

13 ოქტომბერი, 2018 , 17:30

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში, გურჯაანის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 80-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის, საოჯახო და მცირე მარნების სხვადასხვა სახეო

ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის კონტროლის მექანიზმებს დარგის წარმომადგენლები გაეცნენ

13 ოქტომბერი, 2018 , 16:10

საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს ანაკლიაში თხილის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სააგენტ

ხულოში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, არიან დაშავებულები

13 ოქტომბერი, 2018 , 15:00

ხულოში, სოფელ დიოკნისში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულ

გარდაბანში „თბოსადგურ 2“-ის მუშათა ნაწილი გაიფიცა - ამის მიზეზად არაადამიანური სამუშაო პირობები სახელდება

12 ოქტომბერი, 2018 , 16:25

გარდაბანში კომბინირებული ციკლის „თბოსადგურ 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ. ობიექტზე სამუშაოები ნაწილობრივ შეფერხებულია, რადგან ადგილზე მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მუშაობენ. ა

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ დღეს „ქართული ოცნების“ ცხრა მხარდამჭერი შეუერთდა

11 ოქტომბერი, 2018 , 15:50

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ლანჩხუთში, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ის ადამიანები წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, გურიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`