უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 ივნისი, 2017 13:45
font-size

წინა წელთან შედარებით 2017 წლის იანვარ-თებერვალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1024 ლარი შეადგინა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთ წელიწადში ბიზნეს სექტორში 27.4 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

მონაცემების თანახმად, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 605 ათასი შეადგინა, რაც მეტია 2016 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე - 577.6 ათასი. მაგრამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში წინა კვარტალთან შედარებით დასაქმების მაჩვენებელი 15.3 ათასით ნაკლებია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასულ წლის შესაბამის პერიოდზე 5.5%-ით მეტია.

2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1024 ლარი შეადგინა, რაც 101.6 ლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა 776,4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89.3 ლარით გაიზარდა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1154.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1133.4 ლარი, მცირე ბიზნესი – 827.9 ლარი.

2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა 11,1%-იანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,1%-ითა და მშენებლობა - 7,8%-ით, დარჩენილი 26% სხვადასხვა დარგზე ნაწილდება.

ანა მებურიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი