უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
...წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს მოვუწოდებთ ნაგვის ქვითრებით გაავსონ საარჩევნო ურნა - ლეიბორისტები 21.07.2012 17:07

ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ საარჩვენო ურნები ნაგვის ქვითრებით გაავსონ.

“ყველასთვის ცნობილია, რომ ლეიბორისტულ პარტიას არ შეუწყვეტია ბრძოლა უსამართლო ტარიფებისა და მათ შორის დენ-ნაგვის გადასახადის წინააღმდეგ.

ხალხის წინასაარჩევნოდ გასაბითურებლად და თვალის ასახვევად ხელისუფლება აპირებს ვითომ კომპრომისად, მსოფლიოში უპრეცედენტო, დენზე მიბმული ნაგვის გადასახადის ჩანაცვლებას უფრო უარესი ფორმით, საცხოვრებელ ფართზე ნაგვის მიბმით.

“კატეგორიულად მოვითხოვთ, დენზე მიბმული ნაგვის ბინძური გადასახადი არჩევნებამდე უპირობოდ გააუქმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს მოვუწოდებთ ნაგვის ქვითრებით გაავსონ საარჩევნო ურნა”, - განაცხადა ძაგანიამ.