უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივლისი, 2018 16:45
font-size

წინადადება ეკონომიკის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით შემომთავაზა მამუკა ბახტაძემ - გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების მიზეზი გახდა სურვილი, რომ 20 წლის განმავლობაში შეძენილი გამოცდილებით სამშობლოს დაეხმაროს.

მისი ნაამბობიდან ირკვევა, რომ ქობულია მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, ელიტურ საკონსულტაციო კომპანიაში ექსკლუზიურ თანამდებობაზე მუშაობდა, შესაბამისად, დიდი პერპექტივა აქვს და სამსახურის დაკარგვის არ ეშინია.

„არანაირად არ ვარ დამოკიდებული, არ მეშინია, დავკარგო სამსახური. ამ თვალსაზრისით ყოველთვის დიდი პერსპექტივა მაქვს. შემიძლია, წავიდე და გავაკეთო ის, რაც მინდა, საქართველოში, რუსეთსა თუ ამერიკაში. ექსკლუზიურ პოზიციაზე ვიყავი ძალიან მსხვილ კომპანიში, ვიყავი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, უფროსი პარტნიორი. ეს არის ელიტური, უმაღლესი ეთიკური სტანდარტების კერძო კომპანია.

არ მინდა, თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ მე ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მინდა, ამ ქვეყანას დავეხმარო, ჩემი გამოცდილება, რაც მივიღე „მაქკინზიში“ 20 წლის განმავლობაში, საქართველოს მოვახმარო და, რა თქმა უნდა, მაქვს ინტერესი და ამბიცია, რაღაც გავაკეთო. ამიტომ, არ გადავუხვევ ჩემს პრინციპებს, ამ პრინციპებით ვცხოვრობდი 20 წელი და ასე ვაპირებ“, – განაცხადა ქობულიამ საპარლამენტო კომიტეტთა გაერთიანებულ სხდომაზე.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კითხვაზე, ვინ შეარჩია ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები და იცნობდნენ თუ არა ისინი ბიძინა ივანიშვილს, ქობულიამ უპასუხა, რომ მინისტრის პოსტი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ შესთავაზა. ქობულიას თქმით, ის დაინტერესდა ამ წინადადებით და შემდგომ შეხვდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

„წინადადება შემომთავაზა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ერთხელ მყავდა ნანახი. მას სმენია ჩემ შესახებ. ალბათ, გაიკითხ-გამოიკითხეს და გადაწყვიტეს, რომ ამ კვალიფიკაციის ადამიანი სჭირდებოდათ. მან შემომთავაზა და დავინტერესდი. ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება და რაღაცის გაკეთება, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და დიდი ინტერესია, ამიტომაც ამ წინადადებას სერიოზულად გავეცანი.

ამის შემდეგ, მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის არის პარტიის ლიდერი და რა თქმა უნდა, მაინტერესებდა, რამდენად ეთანხმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარტიის თავმჯდომარის ხედვა. მსურდა, მისგან რჩევა მიმეღო და გამეგო, რისი გაკეთებაც მე მინდა, იქნებოდა თუ არა მისაღები ამ კონტექსტში. ეს გავაკეთე და მე შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში შევხვდი და განვიხილეთ ეს საკითხები“, – განაცხადა ქობულიამ და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პრინციპები დაემთხვა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე განმარტა, რომ ის საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის დროს რუსეთში ცხოვრობდა, ვინაიდან კურირებდა ნავთობის, ენერგეტიკისა და სამთო საქმის სფეროს, ეს სექტორი კი, რუსეთში ძალიან დიდია. კომპანიის რუსეთში ბაზირებული ცენტრი ემსახურებოდა აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის რეგიონებს.

„პრაქტიკულად, ვმუშაობდი მსოფლიოს მასშტაბით, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, აშშ, ევროპა, რუსეთთან იმდენად არ არის ეს დაკავშირებული, როგორც შეიძლება ჩანდეს“, – განაცხადა ქობულიამ.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მისი ძირითადი საქმიანობის გარდა, ის ყოველთვის დაინტერესებული იყო ეკონომიკური პოლიტიკითა და ეკონომიკური ზრდით.

„ამ თვალსაზრისით, ხშირად საქართველოს მთავრობასაც ვეხმარებოდი. ჩამოვდიოდი. ბევრი რამ მაკავშირებს საქართველოსთან. პრაქტიკულად, თვეში 3-4 დღე თბილისში ვიყავი, არ ვყოფილვარ მოწყვეტილი და არ ყოფილა ისე, რომ სადღაც წავედი, ემიგრაციაში არასდროს ვყოფილვარ“, -თქვა ქობულიამ

USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები - შალვა პაპუაშვილი

28 აპრილი, 2025 , 12:02

ახალი ადმინისტრაცია რეალურად ახერხებს „დიფსთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შედეგად მხო

2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე

28 აპრილი, 2025 , 10:12

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა - ირაკლი კობახიძე

28 აპრილი, 2025 , 09:09

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს-2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი - ირაკლი კობახიძე

28 აპრილი, 2025 , 09:04

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა &bdq

ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს - ირაკლი კობახიძე

28 აპრილი, 2025 , 08:43

პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმ

დღეს შეხედონ, უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2025 , 14:13

მგონი, ჟურნალისტები დეტალურად აკვირდებოდით ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებას. ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ყველაფერი ვნახეთ, საფრთხე, რისკი, თავდასხმა და ა.შ. როგორც ჩვენი შიდა მოღალატე ოპოზიციის, ისე ზოგიერთი უც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი