უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 დეკემბერი, 2016 13:50
font-size

წინამოწვევის პარლამენტმა რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც წარსულში ჩადენილი საქმეების გამოძიების გაგრძელებას ეხება- ეკა ბესელია

თბილისში, საჯარო დისკუსია თემაზე „წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა“ გაიმართა.

ღონისძიებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მთავარი პროკურატის წარმომადგენელი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

საჯარო დისკუსიის მონაწილეების ძირითადი განხილვის საგანია, თუ რა სახის პრევენციული ზომები და პრევენციული მექანიზმები გააჩნია სახელმწიფოს ამ მხრივ და როგორია მისი რეაგირების პოლიტიკა.

როგორც საკითხის კომენტირებისას მედიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა, 2013 წლიდან ამ მიმართულებით რამდენიმე მასშტაბური ნაბიჯი იქნა გადადგმული.

„პირველი, ეს იყო ფართომასშტაბიანი ამნისტია, ეს იყო სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცვლილება, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება პოლიტიკური და სამართლებრივი, რომლითაც შეფასდა წარსულში ჩადენილი სისტემური დარღვევები ადამიანის უფლებების კუთხით და ბოლოს რეკომენდაციების დიდი პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და დაამტკიცა 2016 წელს, წინამოწვევის პარლამენტში. ამ რეკომენდაციებში განისაზღვრა რა უნდა განხორციელდეს კონკრეტულად უფლებრივი კუთხით და ეს ეხება როგორც წარსულში ჩადენილი საქმეების გამოძიების გაგრძელებას, ასევე მარეაბილიტირებელ ღონისძებებს და საკანონმდებლო ცვლილებებს“,-აღნიშნა ბესელიამ.

მონიკა დავლიანიძე

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი