უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


საზოგადოება

13 სექტემბერი, 2017 19:22
font-size

წინანდლის ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითია - დიმიტრი ქუმსიშვილი

წინანდალის მუსიკალური ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩართულობის მაგალითია, რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს დიდი წარმატება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფესტივალის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

ბრიფინგში ასევე მონაწილეობდნენ ფესტივალის ავტორები და ორგანიზატორები კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი, ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი და წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი ავი შოშანი და ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „წინანდლის ფესტივალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, მან უსურვა ფესტივალს წარმატება, საერთაშორისო აღიარება, ხოლო დამფუძნებლებს იმ შედეგის მიღწევა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი“.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფესტივალი სახელმწიფოსა და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. მისი ინფორმაციით, ფესტივალის თანადაფინანსება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მოხდება. „ჩვენ 2018 - 20 წლეებში გავმართავთ იმ მუსიკალურ ღონისძიებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად და კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წინანდალში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მუსიკალური აკადემია 2019 წლიდან დაფუძნდება.

კახა კალაძე კრწანისის რაიონის სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

25 სექტემბერი, 2017 , 21:59

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვები გააცნო. კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების გაცნობისას ყ

ტექნოპარკს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ

25 სექტემბერი, 2017 , 21:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს NASA - ს წარმომადგენლები სტუმრობენ. სტუმრებს შორის არიან მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი რობ მენინგი და Voyager-ის პროგ

საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ხელოვნების ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება

25 სექტემბერი, 2017 , 21:02

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ე.წ. საჭიროებათა კატალოგი. უწყებამ დი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საქართველოს ბიზნესის აკადემიამ სერტიფიკატი გადასცა

25 სექტემბერი, 2017 , 17:45

25 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემიის სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, როგორც ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის ,,მომავლის ბიზნესმ

მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2017 , 17:10

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. „ძალიან მნიშვნე

ტრანსპლანტაციის პროგრამას ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი დაემატება, რაც უამრავი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2017 , 17:10

მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე