უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ოქტომბერი, 2020 17:00
font-size

წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ „ემპათიამ“ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა

ცენტრმა „ემპათიამ“ წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ემპათიადან" აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიში მოიცავს 04/09/20 – 27/10/20 პერიოდს და მასში ასახულია ფიზიკური ძალადობისა და ამომრჩეველთა თავისუფალ არჩევანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების 27 ფაქტი.

„ფაქტები ეხება ცენტრი „ემპათია“ -ს ბენეფიციარებს, ასევე, კვლევის ფარგლებში შეგროვებულ იქნა ინფორმაცია დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიდან. ცენტრი „ემპათია“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის აღნიშნულ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, ასევე ორგანიზაციის ბენეფიციარებს.
ანგარიშში, ძალადობრივ ფაქტებთან ერთად, ყურადღება იქნა გამახვილებული ძალოვანი სტრუქტურების როლზე ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის პროცესში, ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნის არჩევნებზე ზეგავლენისათვის გამოყენების ფაქტებზე („კარტოგრაფების საქმე“) და COVID-19-ით საარჩევნო პროცესზე მანიპულირებაზე, ამომრჩეველთა სტიგმატიზირებასა და არჩევანის უფლების შეზღუდვაზე.

დოკუმენტი გადაეგზავნა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ - ს საელჩოებს, ასევე ეუთოს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. ანგარიში ასევე ეგზავნება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფს.

ანგარიშში აღწერილი ძალადობის ფაქტები ემსახურება საზოგადოების დაშინებას და საფრთხეს უქმნის არჩევნების ლეგიტიმურობას. ცენტრი „ემპათია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადეკვატურად გამოიძიოს ყველა ფაქტი და მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენცია, ასევე, მიმართავს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე, არჩევნების დღესა და მომდევნო პერიოდში დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით.
ანგარიში არ მოიცავს ძალადობის ყველა ფაქტს. ანგარიშის სრული ტექსტი, ელექტრონული სახით ხელმისაწვდომია ცენტრი „ემპათია“ -ს ვებ-გვერდზე: www.empathy.ge, ასევე "ფეისბუქის საშუალებით": Facebook/Rct.Empathy“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მიზნისთვის დედაქალაქის მთავრობა ნახევარ მილიონ ლარს გამო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების აღსრულების კონტროლსა და მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე იმსჯელა

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ს

ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს - მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის

შეზღუდვების გაფართოებით ეპიდვითარების დასტაბილურებას ველოდებით, შედეგი ორ კვირაში უნდა იყოს - პაატა იმნაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების შედეგად პირველ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა ი