უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 სექტემბერი, 2017 14:20
font-size

წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელში ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები დაიწყო - არასამთავრობოები წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებზე

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს 24 ივლისიდან 4 სექტემბრამდე პერიოდს, ასევე იმ მოვლენებს, რომლებიც 24 ივლისამდე დაიწყო და დაკვირვების განხორციელების პერიოდშიც გაგრძელდა.

ორგანიზაციების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების 2; ზეწოლა-მუქარის 2; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 1; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; დამკვირვებლისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი.

მონიტორინგმა 8 საარჩევნო ოლქში გამოავლინა გარკვეული ხარვეზები საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში. ანგარიშის მიხედვით, სოციალურ ქსელებში ოპოზიციური კანდიდატების, კერძოდ თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები დაიწყო. 38 მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

ორგანიზაციების ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში 40-მდე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ცვლიელებები შევიდა, ხოლო სახელმწიფო და თვითმმართველობის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ ძირითადი აქტივობები ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა.

ანა მებურიშვილი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დან

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს. საგანგებო განცხადება, დღეს მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია“ ოფისში გაკეთდა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ, წინ

გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგები

რამდენადაც ვიცი, გამოძიება ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარეობს - თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია “იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

24 სექტემბერი, 2018 , 13:25

რამდენადაც ვიცი, გამოძიება ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარეობს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ 5 ჩანაწერზე საუბრისას. მისი თქმით, ის პირებ

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 11:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიუ-იოკში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`