უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კომენტარი
წინასწარ გეუბნებით, რომ საარჩევნო გარემო არასოდეს არ შეიცვლება თეთრი ხელებით- შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, განცხადებით, „თეთრი ხელებით“ საარჩევნო სისტემის შეცვლა შეუძლებელია.
ამის შესახებ ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა მხოლოდ დემონსტრაციების გამართვის გზით არის შესაძლებელი.
„ჩვენ კი არ უნდა ვთავაზობდეთ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ხელისუფლებას, არამედ ჩვენ უნდა ვედგეთ სათავეში მრავალათასიან დემონსტრაციებს ქუჩაში და ხელისუფლება უნდა გვეხვეწებოდეს, რომ მოდით, დამიჯექით მოლაპარაკების მაგიდასთანო, მზად ვარ შევცვალო საარჩევნო კანონდებლობა და ფონიო. აი, ასე კეთდება საქმე, თუ გვინდა ჩვენ, რომ შედეგი მივიღოთ. თუ გვინდა, რომ კიდევ ოთხი წელი კოქტეილებზე და ნამცხვრებზე შევიკრიბოთ ყოველ კვირას, რათა საარჩევნო გარემო შევცვალოთ, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს გარემო არასოდეს არ შეიცვლება თეთრი ხელებით“,-განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლაზე იწყებს მუშაობას, ერთ კვირაში შეიკრიბება.
პროცესში ჩართვის მზაობა, არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის მთელმა სპექტრმა გამოთქვა.
მონიკა დავლიანიძე