უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ოქტომბერი, 2019 17:43
font-size

წინასწარ იმის გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება ნიშნავს, რომ ვეუბნებით, მოიპარეთ, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შეგრჩებათ ხახვივით - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართავში აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ.

„ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე... რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის სიველურე, რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, როცა მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიერი საბაბით წინა მთავრობის დევნას. ეს არის არაცივილიზებული, ეს ძალიან აზარალებს საქართველოს. ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ განწყობამ და კლიმატმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და გვჭირდება მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება, მაგრამ არსებობს რაღაც სხვა რეალობები. ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამგვარად საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს არ არის სწორი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის წაღება?! არა მურუსიძეების და თუნდაც ახალი მურუსიძეების მიერ. ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ რამდენიმე ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ და სხვა დასავლელ მოსამართლეს და ისინი ძალიან ზედმიწევნით, იურიდიული პროცედურის შედეგად თუ დაუმტკიცდებათ ყველაფერი, მოახდენენ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას“, - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინასწარ იმის თქმა, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, მეტი დანაშაულის ჩადენისკენ ბიძგია.

„ამავე დროს შემსრულებლებს არავინ არ ერჩის, მაგრამ დღეს წინასწარ იმის გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება ნიშნავს, რომ ვეუბნებით, მოიპარეთ, რაც შეიძლება მეტი, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შეგრჩებათ ხახვივით. თუ მთავრობა არ შეიცვლება, ხომ შეგრჩებათ და თუ შეიცვალა, მაინც შეგრჩებათ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო ვინც ამას ამბობს, თქვენ რომ გაეძარცვეთ, თქვენ ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?! მაშინ ხალხის დოვლათმა და ქონებამ რა დააშავა?! მე ვფიქრობ, აქ არის საუბარი საერთაშორისო პროცედურებზე, არის საუბარი ყოველგვარი მიკერძოებულობის გამორიცხვაზე და რა თქმა უნდა, საქართველოში შეიცვლება მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ მიმართული ეროვნულ ერთიანობაზე, უნდა მოვიშუშოთ ეს იარა, რომელიც ივანიშვილმა მიაყენა საქართველოს ქვეყნის დაყოფით, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებით და შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები - პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და იქაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიმტევებლები - აი ასეთია ჩემი პოზიცია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გავდივარ - ზაზა ხუციშვილი

14 ნოემბერი, 2019 , 15:30

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განუცხადა. ზაზა ხუციშვილმა, თამარ ჩუგოშვილთან და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, დღეს საპარლამენტო თანამ

რა ხდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში კენჭისყრის შემდეგ (ვიდეო)

14 ნოემბერი, 2019 , 15:10

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავის

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვინ შეიკავა თავი

14 ნოემბერი, 2019 , 15:02

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე

თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

14 ნოემბერი, 2019 , 14:40

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს. აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირველმა ვი

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

14 ნოემბერი, 2019 , 13:15

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოს

ჩვენი ამოცანაა, ადამიანის უფლებათა საბჭო და სამდივნო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი გახდეს - ლელა აქიაშვილი

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

ჩვენთვის მთავარი გამოწვევა და ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, ფუნქციურად გავაძლიეროთ პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭო და მეორე მხრივ – მეთოდოლოგიურად გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა სამდივნო, – ამის შესახე