უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივლისი, 2021 14:30
font-size

წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის – ლევან იოსელიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ კრებს თავის გარშემო მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, ამიტომ წინასწარ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ნიკა მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

"რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დავუჭერთ, შესაბამისად, ვიცი, რომ სხვა პარტიების განწყობაც არის ანალოგიური და მათი კანდიდატი ვერ იქნება სრულად ოპოზიციური კანდიდატი. ის იქნება ერთი, ორი, ან სამი პარტიის კანდიდატი. შესაძლებლობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ესაუბრა საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე, ვფიქრობ, რომ დიდი ხნის წინ ხელიდან გაუშვეს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს. თუ ვიღაცას და საერთოდ ვინმეს ამ ქალაქში შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს თბილისის მერობის ძლიერ კანდიდატობაზე, ეს არის ალეკო ელისაშვილი და მან ეს უკვე დაამტკიცა. თუმცა ის იქნება თუ არა ამჯერად კანდიდატი, თვითონ ორშაბათს გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს - ნიკა ობოლაძე

16 სექტემბერი, 2021 , 14:41

უკვე მესამე დღეა ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ათეული ათასი ფაილი არსებობს, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და ამაზე პასუხი არ არის, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დაადასტურა ამ ჩანაწერები

ვახტანგ გომელაური კარლ ჰარცელს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

16 სექტემბერი, 2021 , 11:23

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართ

„საჭიროა მსხვერპლი“, „შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“, ეს არის ფრაზები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს - ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი, 2021 , 17:31

რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პო

მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები – ბექა ლილუაშვილი

15 სექტემბერი, 2021 , 15:12

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. "ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმ მასალების ა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს“ მერობის კანდიდატმა და ათივე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თბილისის განვითარების მარშალის 9-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

15 სექტემბერი, 2021 , 13:50

პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თბილისის განვითარების მარშალის 9- პუნ

`ქართული ოცნების` „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან - მამუკა ხაზარაძე

15 სექტემბერი, 2021 , 12:34

"ქართული ოცნების" „კაგებეშნიკური“ სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნეს საქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, დაუყო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი