უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 ნოემბერი, 2020 12:55
font-size

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.0 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).

საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში, 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია. ამასთან, იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა- 618.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 335.6 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები- 198.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 623.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 412.4 მილიონი აშშ დოლარით.

მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „FDI გრანტი“ დაამტკიცა

19 ნოემბერი, 2020 , 17:14

თბილისი. მედიანიუსი. 19.11.20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვეს

იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2020 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინსწარი შედეგების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რა

ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, საქართველოში იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს - ეკა ყუბუსიძე

18 ნოემბერი, 2020 , 15:15

„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, ევროპის გეგაბიტ საზოგა

ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას

17 ნოემბერი, 2020 , 16:20

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თაობაზე მეხუთე რაუნდის ანგ

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

16 ნოემბერი, 2020 , 12:45

დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. „საქსტატმა“ მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მი

იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 ნოემბერი, 2020 , 12:10

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდი