უკან
რეგიონები
2 ივნისი, 2018 12:05
წინასწარი ვერსიით, ტყიბულში ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია
წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია.
შემთხვევა გიშრის მოპოვების ღია კარიერებზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.