უკან

საზოგადოება

8 მარტი, 2018 17:40
font-size

ცირა ელისაშვილი გუდიაშვილის მოედნის რებილიტაციის პროცესში სპეციალისტების ჩართვას ითხოვს

"თბილისის ჰამქარის" წარმომადგენლის, ცირა ელისაშვილის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებენ, ნდობას არ იმსახურებენ. ის თბილისის მერიისგან რეალურ მხარდაჭერასა და სპეციალისტების მონიტორინგის პროცესში ჩართვას ითხოვს.

როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, პროცესი დაგვიანებულია, რადგან გუდიაშვილის მოედანზე 11 წლის განმავლობაში 3 შენობა დაინგრა. ის თბილისის განვითარების ფონდისადმი უნდობლობას გამოხატავს და ამბობს, რომ მათთ თვალში ფონდის რეპუტაცია შელახულია.

„11 წლის განმავლობაში სამი შენობა გუდიაშვილის მოედანზე უკვე დავკარგეთ. ნდობა თბილისის განვითარების ფონდის მიმართ არის ნულის ტოლი, რადგან მათი რეპუტაცია ჩვენს თვალში შელახულია და ამას ადასტურებს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველდღიური მონიტორინგი უნდა გავუწიოთ სამუშაოებს, ვინაიდან ის კომპანიები, რომლებიც შერჩეულნი არიან “ინსის” და “ანაგის“ სახით, ეს ის კომპანიებია, რომლებიც აკეთებდნენ აღმაშენებლის და ახლა აკეთებენ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას. აქედან გამომდინარე, რისკები არსებობს და ჩვენ ვეცდებით , რომ ეს რისკები ნულამდე დავიყვანოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა უნდა იყოს არა სიტყვიერი, არამედ რეალური თბილისის მერიის მხრიდან. უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია",- განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი