უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 დეკემბერი, 2016 13:40
font-size

წითელი ჯვარი: ალეპოდან ევაკუაციას ათობით ათასი ადამიანი ელოდება

სირიის ქალაქ ალეპოდან მეამბოხეთა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

როგორც მედიას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა განუცხადეს, გასული ღამის განმავლობაში,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი არ დარღვეულა. ორგანიზაციის მონაცემით, ქალაქის დატოვებას კიდევ ათი ათასობით ადამიანი ელოდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან 6 462 ადამიანია გაყვანილი, მათ შორის სამი ათასი მეამბოხე.

გაეროს შეფასებით კი, ქალაქის აღმოსავლეთ კვარტლებში ევაკუაციას 50 ათასამდე ადამიანი ელოდება.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ალეპოდან მეამბოხეთა გაძევება „ისტორიული მოვლენაა“.

ამასთან, დასავლეთის ქვეყნები სირიის არმიას და მასთან ერთობლივად მოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ქალაქში წინააღმდეგობის დასაძლევად სასტიკი მეთოდები იყო გამოყენებული, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი დაღუპვა გამოიწვია.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა კი, სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებზე დიპლომატიური წნეხის მოხდენაზე შეთანხმდნენ, იმისათვის რომ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა მოიპოვონ.

„სირიის რეჟიმისა და მისი მომხრეების, კერძოდ რუსეთისა და ირანის სისასტიკის წინაშე არც ისე ეფექტურები ვართ, როგორც შეიძლება გვსურდეს, მაგრამ ადამიანების ტანჯვაზე გულგრილები არ ვართ“,-აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხში „არც ერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება“.

გუშინ, სირიის ალეპოდან მეამბოხეთა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო.

აღმოსავლეთ ალეპო მეამბოხეთა კონტროლ ქვეშ ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

სირიის მთავრობამ 13 დეკემბრეს განაცხადა, რომ ქალაქი სრულ კონტროლზე აიყვანა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებას უპასუხა- დიმიტრი მედვედევი

8 აგვისტო, 2020 , 16:20

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა "ნაძირლების ქმედებებს უპასუხა". როგორც მედვედევმა F

ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან - ჯეიმს აპატურაი

8 აგვისტო, 2020 , 10:48

ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ

7 აგვისტო, 2020 , 15:55

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურან

საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება - ლინას ლინკევიჩუსი

7 აგვისტო, 2020 , 12:20

„საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება“, – ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვყენებს. „12 წელი გავ

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

6 აგვისტო, 2020 , 10:45

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა მოისმინეს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, მიროსლავ იენჩას მოხსენება. შეხვედრა ვი

ლიბანში მომხდარ აფეთქებას უკავშირებენ ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიმავალ გემს, რომელიც რუს ბიზნესმენს ეკუთვნოდა

5 აგვისტო, 2020 , 17:10

ლიბანური მედიის თანახმად, რამდენიმე ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ჩამოიტვირთა რამდენიმე წლის წინ, რუსი ბიზნესმენის იგორ გრეჩუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე